დე ხეა ახალგაზრდა არისო

AutoSharing Option
20 წლის ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეაზე ამბობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში ჩასადგომად ჯერ ძალიან ახალგაზრდა არისო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა კრიტიკოსებს უპასუხა:

„მახსოვს, თავის დროზე პეტრ ჩეხის სანახავად ჩავედი და გავიფიქრე, ეს ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მეთქი. იმ სეზონის ბოლოს ის „ჩელსიმ“ 7 მილიონად იყიდა და მას მერე დგას და დგას ლონდონელების კარში. სხვა სიტყვებით, როდესაც პეტრ ჩეხის ან დავიდ დე ხეას მონაცემების მქონე ადამიანზე ლაპარაკი, ასაკი არაფერ შუაშია“.

გოლკიპერს, რომელშიც „იუნაიტედმა“ 18 მილიონი ფუნტი (20,4 მილიონი ევრო)
გადაიხადა, „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სრული სეზონი ითამაშა, მაგრამ ფერგიუსონს ეს პრობლემად არ მიაჩნია:

„დავიდი ახალგაზრდაა, სწრაფია, ყურადღებას წამით არ კარგავს, აუღელვებელია და ბურთის მოგერიების შესანიშნავ ტექნიკას ფლობს“.

დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამერიკულ ტურნეზე კვირას შეუერთდება. როგორც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, აქამდე ის ისვენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული