„ფეხბურთი აზრი გოლის გატანაა. მოთამაშეები ამისათვის საკუთარ ორგანიზმს არ ინდობენ. ვინ გატანისთვის იკლავს თავს, ვინ იმისთვის, რომ არ გაუტანონ. ფანები ტრიბუნიდან უკანასკნელ ხმაზე ღრიალებენ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კარიერა ეწყობათ და ენგრევათ. ამიტომ, ზუსტად დადგენა, გავიდა თუ არა გოლი, ძალიან მნიშვნელოვანია და თანამედროვე ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა. ჩვენზე, პრემიერლიგაზე, რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე ყველა კარზე
კარის ხაზის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ახალი ტალღა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს აგორდა, როდესაც ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა გერმანიის ნაკრებს აშკარად გაუტანა გოლი, მსაჯებმა კი ეს ვერ დაინახეს და არ ჩათვალეს. არადა, ანგარიში 2:2 ხდებოდა და მოვლენათა ასეთი გაგრძელების შემთხვევაში რა მოხდებოდა შეხვედრის დარჩენილ დროში, უკვე მკითხაობის სფეროდან არის — შესაძლოა, მაინც გერმანიას დაეჯაბნა ინგლისი, თუმცა...
ბედმა ლემპარდს მოგვიანებით დაუბრუნა ვალი: პრემიერლიგაში, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში, მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი „სფურზის“ მეკარე ეურელიო გომეშს ხელებში გაუძვრა და კარისკენ წავიდა. გომეში ნახტომით დაეწია და ბურთი ზედ ხაზზე გააჩერა, მსაჯებმა კი გოლი ჩათვალეს, რადგან მოეჩვენათ, რომ ბურთმა ხაზი მთლიანად გადაკვეთა. ის შეხვედრა „ლურჯებმა“ 2:1 მოიგეს.
შემდეგ კი სკუდემორმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მისამართით თქვა ორიოდ სიტყვა:
„ამბობენ, რომ ინგლისურ ფეხბურთში პრობლემებია. თითქოს, ინგლისური ფეხბურთს ყავლი გაუვიდა და გადარჩენა სჭირდება. ასეთი დასკვნის გამოტანას ანალიზი სჭირდება. მე ამისათვის მზად არ ვარ. ვფიქრობ, აქ ფეხბურთის ასოციაციამ უნდა გამოიღოს ხელი. საიდუმლო არ არის, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა გააძლიეროს მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ლაპარაკია ეროვნულ ნაკრებებზე, მწვრთნელთა აღზრდასა და ბავშვთა ფეხბურთზე. ჩვენ, პრემიერლიგის ხელმძღვანელებს, ჩვენი მხრივ ძირეულად გვაინტერესებს ინგლისური ფეხბურთის განვითარება და მზად ვართ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"