პირველი გოლი კოტ დ’ივუარელმა მე-7 წუთზე შეაგდო, როდესაც ჯეკ უილშირის პასს შეჰყვა, ბურთს ფეხი აჰკრა და გერმანული გუნდის მეკარეს თავზე გადაუგდო. მეორე, მარჯვნიდან შესული თეო უოლკოტის გარღვევას მოაყოლა - კარის ხაზის პარალელურ, გამჭოლ ჩაწოდებას მიუჩინა ბადეში ადგილი. თუმცა, 29-ე წუთზე ჟერვინიო
შესვენებისას არსენ ვენგერმა ათი ფეხბურთელი შეცვალა. ერთადერთი, ვინც ფრანგმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობიდან მოედანზე დატოვა კიერან გიბზი გახლდათ. მეორე ტაიმის ეპიზოდებიდან შეგვიძლია ანდრეი არშავინის ორი მცდელობა, ვიტო მანონეს მიერ ლუკაშ პოდოლსკის დარტყმულის მოგერიება და იოან ჯურუს ის „გაფრენა“ გავიხსენოთ, როდესაც მან მატო ჯაჯალოს მიერ გაშვებულ ბურთს გზა გადაუღობა. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდების გარდა რამდენიმე სხვა მომენტიც იყო - „კიოლნისა“ და „არსენალის“ შეხვედრა ძალიან თვალსასეირო სანახავი გამოდგა.
ჩრდილოლონდონელთა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი კი ყაბულსაა ეს სეზონიც „ემირეიტ სთედიუმზე“ გაატაროს, გაისად ამ დროს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში წავიდეს. სხვა სიტყვებით, ნასრი კატეგორიულია - „არსენალთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, ნასრის 20 მილიონ ფუნტად გადაბირებას „მანჩესტერ სიტი“ ცდილობდა. „მეთოფეებს“ მისი ისტლენდზე გაშვება არ უნდოდათ და ფეხბურთელის მოთაფვლა კვირაში 115 ათასი ევროთი სცადეს, მაგრამ მან იუარა. ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ ნასრიმ კიოლნში თანაგუნდელებს გაანდო, მომავალი სეზონი ჩემთვის „არსენალში“ ბოლო იქნებაო.
ჟურნალისტებმა ვენგერსაც ჰკითხეს, გადაწყდა თუ არა ფრანგი ვარსკვლავის ამბავი საბოლოოდ. „მეთოფეთა“ მწვრთნელმა უპასუხა:
„ბოლომდე არ გადაწყვეტილა, მაგრამ მე მინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს. მან ჩემი დამოკიდებულება ძალიან კარგად იცის და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ერთ-ორ კვირაში ყველაფერს მოვაგვარებთ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"