"სიტის" ძირითადი მეკარე, ირლანდიელი შეი გივენი, რომელმაც თავის დროზე ჰარტი "ქალაქელთა" სასტარტო თერთმეტეულიდან ამოაგდო, ტრავმირებულია და სავარაუდოდ, პრემიერლიგის სტარტი გაუცდება.
"ვფიქრობ, ჯოს აქ დარჩენა უღირს. იგი "სიტის" კარს გივენის დაბრუნებამდე დაიცავს და მისი გამოჯანმრთელების შემდეგაც ექნება ძირითადში თამაშის შანსი", - ამბობს მანჩინი.