მანჩინი ჰარტს დარჩენას ურჩევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დამრიგებელ რობერტო მანჩინის სურს, რომ მეკარე ჯო ჰარტმა მომავალი სეზონი მისი გუნდის შემადგენლობაში გაატაროს. შეგახსენებთ, ჰარტი წინა სეზონის განმავლობაში იჯარით "ბირმინგემის" ღირსებას იცავდა.

"სიტის" ძირითადი მეკარე, ირლანდიელი შეი გივენი, რომელმაც თავის დროზე ჰარტი "ქალაქელთა" სასტარტო თერთმეტეულიდან ამოაგდო, ტრავმირებულია და სავარაუდოდ, პრემიერლიგის სტარტი გაუცდება.

"ვფიქრობ, ჯოს აქ დარჩენა უღირს. იგი "სიტის" კარს გივენის დაბრუნებამდე დაიცავს და მისი გამოჯანმრთელების შემდეგაც ექნება ძირითადში თამაშის შანსი", - ამბობს მანჩინი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული