"კაჭკაჭები" დეფოს თავს

AutoSharing Option
„ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელ ალან პერდიუს აზრად „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 28 წლის ჯერმაინ დეფოს ყიდვა მოუვიდა. უფრო ზუსტად, საქმე ასეა: თუ პერდიუ 24 წლის თურქ მევლუთ ერდინჩს ვერ იყიდის, მაშინ დეფოზე გადაერთვება.

„კაჭკაჭები“ ამერიკაში იყვნენ, საიდანაც დღეს ბრუნდებიან და პერდიუც, უპირველეს ყოვლისა, „პარი სენ ჟერმენიდან“ ერდინჩის 7 მილიონ ფუნტად (7,9 მილიონი ევრო) ყიდვის საქმეს მიხედავს. „ნიუკასლის“ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის აგენტებს ბოლოს და ბოლოს მოტეხავს, მაგრამ თუ ისინი ძველებურ „თამაშს“ განაგრძობენ, მაშინ პერდიუ ზურგს შეაქცევს და „დეზების“ ბოლო ხანს დაწუნებულ თავდამსხმელს
შეიძენს. „სფურზის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი, რომელსაც თავისი გუნდის თავდასხმის გადახალისება სურს, დეფოს 10 მილიონ ფუნტს აფასებს. პერდიომ ჯეკ კიდევ გუშინ, ოჰაიოში ყოფნისას განაცხადა:

„არ მინდა ვინმეს რამეს დავპირდე, რადგან პირობის დადება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თავდამსხმელს დავიმატებთ. ბოლო დროს ჩვენი თამაშის სანახავად უამრავი ადამიანი მოვიდა და ყველამ ერთი და იგივე იკითხა: კი მაგრამ, გუნდს თავდამსხმელი არ უნდა ჰყავდეს? მინდა გითხრათ, რომ ფანები აბსოლუტურ სიმართლეს ამბობენ. მეც იმავეს ვამბობ, „ნიუკასლს“ კარგი თავდამსხმელი სჭირდება“.

ადრე პერდიუს იმავე „ტოტენჰემიდან“ პიტერ კრაუჩის ყიდვა უნდოდა, მაგრამ 30 წლის ვეტერანში 9 მილიონი ფუნტის გადახდა მეტისმეტი იქნებოდა. მეორე მხრივ კი „კაჭკაჭებს“ ფული აქვთ. მათ ხომ ინავარში „ლივერპულს“ 35 მილიონ ფუნტად ენდი ქეროლი მიჰყიდეს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც „კაჭკაჭებს“ მიზანში ჰყავთ ამოღებული, „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველი სტივენ უორნოკია. უორნოკი 29 წლისაა და მის ყიდვას პერდიუ იმიტომ აპირებს, რომ ესპანელი ხოსე ენრიკე „აჯანყდა“ და „სენტ ჯეიმსი’ზ“ პარკიდან წასვლას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული