„ბლექბერნი“: ჩვენ ლიგაში ვითამაშებთ

AutoSharing Option
„ბლექბერნი“ პრემიერლიგიდან გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, მაგრამ ეს მწვრთნელ სტივ კინს თამამი განცხადებების გაკეთებაში ხელს არ უშლის. კინმა ბრძანა, რომ მისი ხელმძღვანელობით „ბლექბერნი“ ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს? ძლიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი. და როგორ არის ამ მხრივ „ბლექბერნის“ საქმე? მას მცველი, 19 წლის ფილ ჯონსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაექცა. კინი ამბობს, რომ ყმაწვილი ვერაფრით შეაჩერა. „ბლექბერნმა“ ჯონსის სანაცვლოდ 16,5 მილიონი ფუნტი მიიღო.

„ფილი გამოცდილი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, მას ჩვენთან ჯერ ძალიან
ცოტა ჰქოდა ნათამაშები, მაგრამ როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისთან გადასვლა შესთავაზა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში უხსენა, ის გაიქცა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამ სიმაღლეზე არ ვართ. იმედი მაქვს, რომ სამ-ოთხ წელიწადში „ბლექბერნიც“ ითამაშებს ლიგაში. ვცდილობ, საქმე სწორედ აქეთკენ წავიყვანო. რასაკვირველია, რეალიზმს არ ვკარგავ და არ ვაცხადებ, რომ ამას გაისადვე მოვახერხებთ. იმ პოზიციიდან, რომელზეც დღეს ვიმყოფებით, პრემიერლიგის ოთხეულამდე შორია, მაგრამ გეზი სწორედ იქითკენ გვაქვს“.

შემდეგ კინმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულში 27 წლის ცენტრალურ მცველ კრის სამბას არ გაყიდის.

„კრისმა ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს ხელი ორი თვის წინ მოაწერა. ესეც არ იყოს, მის შესახებ არავინ დამკავშირებია. თუ ვინმე რამეს ამბობს, ჭორია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული