იეუნგის საქმე სასამართლოშია. შემდეგი სხდომა აგვისტოში გაიმართება, მანამდე კი „ბირმინგემ სიტი“ შავ დღეშია და ჰონკონგის სასამართლოს ვერ დაელოდება. კლუბმა გადაწყვიტა გამოსავალი თავად ნახოს და ცდილობს რამენაირად ფული იშოვნოს. ფულის შოვნის საუკეთესო გამოსავალი კი,
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ „ბირმინგემ სიტიმ“ კლუბის მუშაობისთვის საკმარისი ფული შესაძლოა ვერც ფეხბურთელების გაყიდვით იშოვნოს და, მაშინ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის ადმინისტრატორებს გადაეცემა. ხოლო, რა ხდება ასეთ შემთხვევებში, ყველას კარგად გეხსომებათ: გუნდებს ცხრილში 10 ქულა აკლდებათ. შესაბამისად, საბრალო „სიტი“ ახალ სეზონს „ჩემპიონშიპში“ მინუს ათი ქულით დაიწყებს.
ფეხბურთელებთან დაახლოვებულმა მავანმა პიროვნებამ გაზეთ „სანს“ უთხრა:
„კლუბის ფინანსური მდგომარეობა ხელს აძლევს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ისედაც აპირებდნენ „ბირმინგემ სიტიდან“ წასვლას. ახლა მათი საქმე დაჩქარდება. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი საქმე აშკარად ცუდად არის. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლუბი ადმინისტრატორების ხელში გადავა, რაც ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება“.
ადვილი მისახვედრია, რომ მეტოქე კლუბები შეეცდებიან რაც შეიძლება იაფად იყიდონ ის მოთამაშეები, რომლებიც სეზონის ბოლოს შესაძლოა 14-15 მილიონი ფუნტიც კი ღირდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"