შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების 31 წლის ვარსკვლავმა მარტში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და მას მერე ჯანმრთელობის აღდგენას ცდილობს. ამ საქმეში ფეხბურთელს სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. მერსისაიდელთა მწვრთნელ კენი დალგლიშს იმედი ჰქონდა, რომ ჯერარდი სეზონის დასაწყისისთვის ფორმაში იქნებოდა და თამაშს შეძლებდა ( მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება), მაგრამ "ენფილდ როუდზე" გაკეთებული ბოლო ოფიციალური განცხადება
"ლივერპულის" განცხადებაში წერია: "დღეს ჯერარდმა ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი დაიწყო. ეს საჭიროა იმ ინფექციის ჩასაცხრობად, რომელიც საზარდულის ოპერაციას მოჰყვა. ექიმები ამბობენ, რომ სტივენი რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უნდა დარჩეს საავადმყოფოში, რათა წინასწარი მკურნალობა ბოლომდე და საიმედოდ ჩატარდეს. ამის შემდეგ ფეხბურთელი დაბრუნდება "მილვუდის" ბაზაზე, სადაც აღდგენის კურსს განაგრძობს. სავარაუდოდ, ის სექტემბერში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"