გლებით ტოტენჰემი დაინტერესდა

AutoSharing Option
ალექსანდრ გლები აცხადებს, რომ მისი შეძენა "ტოტენჰემს" სურს. "მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს "ბარსელონასთან" და ამ თანამშრომლობას პატივს ვცემ. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი ამჟამინდელი კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების მცირე შანსი მაქვს და ამიტომაც წასვლა მინდა. ვიცი, რომ "ტოტენჰემს" ვჭირდები და ამიტომაც იქ დიდი სიამოვნებით ვითამაშებ", - ამბობს ბელარუსი ნახევარმცველი.

ფეხბურთელის აგენტის, ოლივერ მინცლაფის ცნობით, მისი კლიენტის შეძენა "ტოტენჰემის" გარდა, "სევილიასაც" უნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული