ეს გეგმა ჩაიშალა, მაგრამ ადამიანის შევიწროების უამრავი ხერხი რომ არსებობს ესეც ხომ ფაქტია? ასე, მაგალითად, მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ახალი წესების თანახმად, ამიერიდან თითოეული კლუბი ფეხბურთელთა რაოდენობაში შეზღუდულია. განაცხადში
ბელამის ასეთი იერიში მანჩინისთვის ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე ფრიად უსიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ იგი უელსელისგან ამას არ ელოდა - მანჩინისა და ბელამის ურთიერთსიძულვილის ამბავი ყველამ იცის - არამედ იმიტომ, რომ წინა დღეს ირლანდიელმა მეკარემ შეი გივენმა გამოაცხადა, თუ შაბათს, პრემიერლიგის პირველ ტურში, "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნები, ისტლენდზე ჩემს ფეხს ვეღარ ნახავთო.
თუმცა, დავუბრუნდეთ ბელამის. მან თქვა: "ასეთ დღეში არასდროს ვყოფილვარ. მქონია შემთხვევები, როდესაც მწვრთნელს არ დავჭირვებივარ, მაგრამ კაცს ჩემი თავიდან მოშორება ასე ძალიან რომ უნდოდეს პირველად ვნახე. ამას ვერასდროს შევეგუები და ვერც დავივიწყებ. ასეთი დამოკიდებულების პატიება შეუძლებელია. დღეს, როდესაც პრემიერლიგაში 25 კაციანი წესი შემოიღეს, თუ "სიტის" განაცხადში ვერ მოვხვდები, უბრალოდ აღარ მეცოდინება რა გავაკეთო. არადა, "სიტის" განაცხადში გამორიცხულია, რომ ჩამწერონ. ესე იგი, ერთადერთი ვარიანტი რჩება - ფეხბურთი რეზერვისტთა გუნდში უნდა ვითამაშო.
ძალიან ზუსტად ვხვდები რას აპირებს მანჩინი. მან სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებში მხოლოდ 80 წუთი მათამაშა. ამაზე მეტი იმ ბიჭებმა ითამაშეს ჩვენი გუნდის წევრები უკვე სამი წელიწადია რომ აღარ არიან. ისეთი დაზაფრული ვარ, რომ შეიძლება ფეხბურთის თამაშს თავიც კი დავანებო".
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბელამი "მანჩესტერ სიტიში" თანამემამულემ, უელსის ნაკრებსა და "ბლექბერნში" მისმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა 2009 წლის იანვარში 14 მილიონ ფუნტად გადაიყვანა, მაგრამ შემდეგ ჰიუზი ისტლენდერთა თავკაცის თანამდებობიდან გაუშვეს, ხოლო ბელამი ახალ შეფს ვეღარ შეეწყო. და ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ ერთი ხნის წინ მანჩინის შესახებ მთლად კარგად არც არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ილაპარაკა, ოღონდ ტევესი საწვრთნელ მეთოდკას შეეხო და არა პირად ურთიერთობებს. ბელამის კი სხვა პრობლემა აქვს:
"მანჩინი თებერვლის შემდეგ აღარ დამლაპარაკებია. გუნდში არის რამდენიმე ფეხბურთელი - მაგალითად, ჩემს გარდა ტევესი - რომელთაც მწვრთნელი ხმას არ სცემს. სხვათაშორის, ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვარ, რომ ეს პირადი ანტიპატიის ამბავია. იქნებ, ამ ადამიანს პრობლემებტან სხვანაირად ბრძოლა არ შეუძლია?"
ბელამის გადაყვანა დღეს ყველაზე მეტად "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უნდა, თუმცა ლონდონელებს მისი ყიდვა კი არა, ქირაობა აძლევთ ხელს, მაგრამ "სიტი" კონკურენტისთვისთვის თავდამსხმელის მიქირავებას არ აპირებს. კიდევ, ლაპარაკია "ასტონ ვილაზე", "ევერტონზე" და, რასაკვირველია, ჰიუზის ახალ გუნდ "ფულჰემზე". არის ვარიანტი, რომ ბელამი მშობლიურ კარდიფში დაბრუნდეს, აი, "ვოლფსბურგის" ვარიანტი კი აღარ არსებობს. ბელამი ამტკიცებს, რომ მანჩინისი მისი ედინ ჯეკოში გაცვლა სურდა.
"ისტლენდზე ძეკოს ჩამოყვანა უნდოდათ და მანჩინი ყველა ღონეს ხმარობდა, ამ სატრანსფერო კომბინაციაში რამენაირად მეც რომ ჩავესვი. საბედნიეროდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გერმანიაში თამაში საჩემო საქმე არ არის".