სენდეროსი შოკშია: ექვსი თვე უფეხბურთოდ

AutoSharing Option
ფილიპ სენდეროსი აქილევსის ტრავმის გამო მოედანს ექვსი თვით ჩამოსცილდა. "ფულემის" 25 წლის შვეიცარიელი მცველი თავისი გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა.

"ეს დიდი შოკია როგორც ფილიპისთვის, ასევე მისი კლუბისა და შვეიცარიის ნაკრებისთვის", - აცხადებს შვეიცარიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი.

რამდენიმე დღეში სენდეროსი ფინეთში გაემგზავრება, სადაც ოპერაციას იმ ექიმთან გაიკეთებს, რომელმაც დევიდ ბექჰემს უმკურნალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული