დი მატეო ნეიმარს ჩაუსაფრდა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" 19 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ყიდვის ინტერესი კიდევ ერთხელ გამოხატა - "ლურჯების" ერთ-ერთი მწვრთნელი, იტალიელი რობერტო დი მატეო გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა შტუტგარტში გაიმართა და გერმანელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ბევრჯერ გვიხსენებია, რომ "ჩელსი" "სანტოსის" ვარსკვლავის დიდი თაყვანისმცემელია და არც იმ 40 მილიონ ფუნტს უშინდება, სან პაულუს კლუბს კონტრაქტში თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხად რომ უწერია. სხვა საქმეა, რომ ნეიმარის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ და ერთ-ერთი მათგანი "რეალი" გახლავთ, რომელსაც სათავეში დასავლეთლონდონელთა ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო
უდგას. რიდესაც ნეიმარს ახსენებენ კიდევ ასახელებენ "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის" და მახაჩყალის "ანჟის", რომელსაც დიდი ფული აქვს.

რაც "ლურჯებს" სათავეში პორტუგალიელი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში ჩაუდგა, კლუბი დაჟინებით ცდილობს ნეიმარის შეძენას, თუმცა, პირველი იერიში ლონდონელებმა იანვარში მიიტანეს, როდესაც "სანტოსთან" თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

რამდენიმე კვირის წინ სან პაულუს კლუბის ხელმძღვანელობამ "ჩელსის" წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მისცა ფეხბურთელთან დალაპარაკების უფლება, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ ფორვარდის გაყიდვას აღარ აპირებს. ინგლისური პრესა წერს, რომ ახლა, დასავლეთლონდონელთა შემდეგ ნაბიჯს პირადად დი მატეო გადადგამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
3:0 იგებდაო, როგორ წერთ ამ სისულელეს, სპორტული პორტალი ასეთ პრიმიტიულ შეცდომას არ უნდა უშვებდეს!
0

სიახლეები პოპულარული