მწვრთნელის უეცარმა გადაწყვეტილებამ ბრისტოლელ ფეხბურთელებს გაოცებისგან პირი დააღებინა. გაოგნებულია თავად ჯეიმსიც. მეკარემ "ჩემპიონატის" გუნდში გადასვლა სხვა მიზეზებთან ერთად ხომ კოპელთან თანამშრომლობის ეშხითაც გადაწყვიტა. და ამ ყველაფრის მიუხედავად
როგორც ირკვევა, კოპელს უჯობდა ფული სხვა ფეხბურთელების ყიდვაზე დაეხერჯათ. ეს ამბავი 55 წლის მწვრთნელს თავისი ასისტენტისთვის კით მილენისთვის ოთხშაბათს პაბში უთქვამს. მას იქვე ბოდიშიც მოუხდია, რომ "რობინებს" სეზონისწინა ვარჯიშების დაწყებიდან ასე ცოტა ხანში სტოვებს.
ტაბლოიდებმა კი გაიხსენეს, რომ კოპელისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის "ფეთიანივით" იქცევა. 1996 წლის ნოემბერში ის "მანჩესტერ სიტის" თავკაცად სულ 33 დღის დანიშნული იყო, როდესაც ფეხი დაჰკრა და გუნდიდან გაიქცა. კოპელმა თქვა:
"ძალიან მსურდა ახალ სეზონში ფეხბურთელებს წინ წავძღოლოდი, მათთვის მეხელმძღვანელა, მაგრამ თვალნათლივ დავინახე, რომ კლუბში განსხვავებული ვითარება შეიქმნა. ასეთ პირობებში საქმეში სულსა და გულს ვერაფრით ჩავდებდი. მას მერე, რაც ყველაფერი ძალიან დაკვირვებით შევისწავლე, დავასკვენი, რომ როგორც ჩემთვის ასევე კლუბისთვის ყველაფერს დაშორება აჯობებს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩემს სამწვრთნელო კარიერას ვწყვეტ, თუმცა ვგრძნობ, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდები საქმეში".
სტივ კოპელის წასვლის შემდეგ "ბრისტოლ სიტის" სამი წლის განმავლობაში ზემოთ ნახსენები მილენი უხელმძღვანელებს. მთავარი მწვრთნელის შეცვლის საქმეში მილენი გამოცდილი კაცია. მარტში, როდესაც ბრისტოლის გუნდი წინა თავკაცმა გერი ჯონსონმა დატოვა მისი ადგილი მილენმა დაიკავა და მისი ხელმძღვანელობით ბოლო 12 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო.
დევიდ ჯეიმსის მეგობარმა კი ჟურნალისტებს ასე უთხრა: "დევიდი, რასაკვირველია გაოცდა, მაგრამ მას ფეხბურთში იმდენი რამ უნახავს, რომ ჩათვალეთ ეს მისი ხანგრძლივი კარიერის მორიგი ფურცელია და მეტი არაფერი".