თავს ზემოთ "მანჩესტერ იუნაიტედია"

AutoSharing Option
მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი 3:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, ჯონსი, ევრა - ნანი, კლივერლი (81. გიგზი), ანდერსონი, ე. იანგი (81. პარკი) - რუნი, უილბეკი (81. ერნანდესი)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - უოქერი (46. ჩორლუკა), დიუსონი, ქაბული, ასუ-ეკოტო - ლენონი, ლაივმორი (74. ჰადლსტოუნი), კრანჩარი (74. პავლიუჩენკო), ბეილი - ვან დერ ვაარტი - დეფო
გოლი: 1:0 უილბეკი (61), 2:0 ანდერსონი (76), 3:0 რუნი (87)
გაფრთხილება: ევანსი - დოუსონი, დეფო
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 11-14; კარში დარტყმა: 18-16 (13-10); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 75 498

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა - ინგლისის ჩემპიონმა "ოლდ ტრეფორდზე" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო.

"სფურზს", მოგეხსენებათ, ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა აქვს დაგეგმილი, ანუ, წესითა და რიგით, მანჩესტერელებს ჩრდილოლონდონელებზე გაცილებით მაღალი დონის გუნდი არ უნდა ჰყავდეთ, მაგრამ... გუშინ საღამოს სწორედ რომ ასე იყო.

პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა. თავი ორივე გუნდის მეკარემ გამოიჩინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი "სფურზის" გოლკიპერი ბრედ ფრიდელი გახლდათ, რომელმაც ტომ კლივერლის აუღო დიდებულად. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა სტუმრებს გაცილებით აჯობეს, განსაკუთრებით კი 20 წლის თავდამსხმელმა დენი უილბეკმა გამოიჩინა თავი. მან, ჯერ უკვე ნახსენები კლივერლის ჩაწოდებულ ბურთს ეფექტური თავური დაარტყა, შემდეგ კი, ქუსლით საოცარი პასი მიაწოდა ანდერსონს, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი უეინ რუნიმ კვლავ ლამაზი თავურით გაიტანა.

"ტოტენჰემელთაგან" მიზანთან ახლოს ჯერმაინ დეფო გახლდათ. მან ძელს გაარტყა ბურთი.

"დეზების" ხორვატმა გამთამაშებელმა, ლუკა მოდრიჩმა ამ დღეს გაფიცვა გამოაცხადა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 2 2 0 0 7-2 6
2. მანჩესტერი 2 2 0 0 5-1 6
3. ვულვზი 2 2 0 0 4-1 6
4. ასტონ ვილა 2 1 1 0 3-1 4
5. ლივერპული 2 1 1 0 3-1 4
6. ჩელსი 2 1 1 0 2-1 4
7. ნიუკასლი 2 1 1 0 1-0 4
8. ბოლტონი 2 1 0 1 6-3 3
9. ქუინზ პარკი 2 1 0 1 1-4 3
10. ნორვიჩი 2 0 2 0 2-2 2
11. უიგანი 2 0 2 0 1-1 2
12. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2
13. სანდერლენდი 2 0 1 1 1-2 1
14. არსენალი 2 0 1 1 0-2 1
15. ფულჰემი 2 0 1 1 0-2 1
16. სუონსი 2 0 1 1 0-4 1
17. ევერტონი 1 0 0 1 0-1 0
18. ვესტ ბრომვიჩი 2 0 0 2 2-4 0
19. ბლექბერნი 2 0 0 2 2-5 0
20. ტოტენჰემი 0 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული