საიდან მოვიდა სიტყვა რევოლუცია? მას მერე, რაც დასავლეთ ლონდონის კლუბი რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა, ინგლისურ მას-მედიაში გაჩნდა გამოთქმა „რუსული რევოლუცია“. სხვა სიტყვებით, ყველა ცვლილება, რაც „ჩელსიში“ ხდებოდა, „რუსულ რევოლუციად“ მოინათლა და ეს ფრაზა შემორჩა კიდეც ტელეეთერსა და გაზეთების ფურცლებს. ჩვეულება კი, მოგეხსენებათ, რჯულზე უმტკიცესია - ბოლო წლებში ყველაფერს, რაც „ლურჯებს“ ეხება, რევოლუციას უწოდებენ.
„სტემფორდ ბრიჯზე“ „მესტალიადან“ 26 მილიონ ფუნტად ანუ 30 მილიონ ევროდ
ჩემს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა ფერნანდო ტორესმა, რომელიც ჩემს შესახებ უშუალოდ ანდრე ვილაშ-ბოაშს ელაპარაკა. ტორესმა მწვრთნელს უთხრა, რომ რაკიღა ის საბაზისო სისტემად 4-3-3-ს იღებს, მე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდები. კიდევ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარდაცვაში ისეთი მონსტრის მხარდამხარ მომიწევს თამაში, როგორიცაა ფრენკ ლემპარდი“.
მატამ, გასულ სეზონში, „ღამურების“ შემადგენლობაში რვა გოლი გაიტანა და გუნდს „ლა ლიგაში“ მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა. ადრეც გვიხსენებია, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს ნახევარმცველი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი, სადაც ესპანეთი ჩემპიონი გახდა. ორი თვის წინ მატა გახდა 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი.
მატა დარწმუნებულია, რომ ინგლისურს მალე ისწავლის, რადგან ამაში თანამემამულე ტორესი დაეხმარება. და კიდევ, ნახევარმცველი კმაყოფილია, რომ მოხვდა გუნდში, რომლის ფორმაც ლურჯია - ლურჯი მისი მშობლიური „ოვიედოს“ ფერიც გახლავთ.
„პატარაობიდან მოყოლებული ჩემი ფერი ლურჯია - ამბობს ვარსკვლავი - „ოვიედოში“ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდში დავბრუნდები“.
მატას დამატებამ „ჩელსის“ საშუალო ასაკი ცოტა დასწია, მაგრამ ჯონ ტერი ამბობს, რომ მწარედ ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ „ლურჯების“ ვეტერანებს თამაში ძველებურად აღარ შეუძლიათ. მოგეხსენებათ, დიდიე დროგბა, ფრენკ ლემპარდი და თავად ტერი 30 წელს გადაცილებულნი არიან, ახალ სეზონში კი თვალს ყველას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდული გუნდი ჭრის.
ამ ორი გუნდის შედარებისას, ყველა უნებლიედ ახალგაზრდა მანჩესტერელების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, თუმცა ტერი იხტიბარს არ იტეხს: „ვიცი, ბევრი ამბობს, რომ ლემპსი, დიდიე და მე აქ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვთამაშობთ და დროა წავიდეთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირად არის. „ჩელსი“ სწორედ ჩვენს გამოა ერთსულოვანი და მებრძოლი გუნდი“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"