რამირესი ჩელსელია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ლისაბონის "ბენფიკასა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რამირესი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. 23 წლის რამირესმა ახალ კლუბში წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლებაც მიიღო და "არისტოკრატებთან" ოთხწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

"ისეთ დიდებულ კლუბში თამაში, როგორიც "ჩელსია", უამრავი ფეხბურთელიც ოცნებაა. ძალიან გამიმართლა, რომ ეს პატივი მერგო წილად და ნდობის გამართლებას მაქსიმალურად შევეცდები. ძალიან მოვინდომებ, რომ "ჩელსის" სარგებლობა მოვუტანო", - ამბობს რამირესი, რომელსაც "სელესაოში" ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ბენფიკას" მის სანაცვლოდ 18,3 მილიონი
გირვანქა გადაუხადა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული