უარი მადრიდიდან

AutoSharing Option
„არსენალს“ „რეალიდან“ 29 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის, კაკას იჯარით გადაყვანა უნდოდა, მაგრამ მადრიდელებმა უარი შეუთვალეს. სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის გაყიდვით გაბრაზებული ფანების დასამშვიდებლად „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს მალევე სურდა რაიმე ეღონა და კაკა გაახსენდა, თუმცა აქაც მოეცარა ხელი.

მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გაქირავებაზე „სამეფო კლუბი“ უარს აცხადებს. კაკას ხელში ჩასაგდებად ერთადერთი ვარიანტი მისი ყიდვააო, თქვეს მადრიდელებმა. ცნობილია, რომ „რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბრაზილიელის თავიდან მოშორებას ცდილობს, ვენგერმა კი უნდა აწონ-დაწონოს, უღირს თუ არა ამ ფეხბურთელის ყიდვა.

„რეალის“ ჩანაფიქრო
ნათელია - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კაკას, ინგლისურად თუ ვიტყვით, კვირაში 153 ათას ფუნტს უხდიან, ეს კი ძალიან დიდი ხელფასია კაცისთვის, რომელსაც არ ათამაშებენ. და რა თანხა უნდათ მადრიდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ? რამდენადაც ინგლისური გაზეთები ამბობენ, ისინი 17,5 მილიონ ფუნტის ანუ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

რასაკვირველია, ფანების დაწყნარების თვალსაზრისით ვენგერის მხრიდან კაკას ყიდვა საინტერესო ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ რამდენად სწორი საქციელი იქნებოდა ეს კომერციულად? ბრაზილიელი ხომ ის ფეხბურთელია, რომელსაც იყიდი და ძვირად ვეღარ გაყიდი. სხვა სიტყვებით, მისი შეძენა მატერიალური ზარალია.

კაკა გასულ სეზონში „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოცჯერ გამოჩნდა. მისი შეძენა „პარი სენ ჟერმენსა“ და „სან პაულუსაც“ უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული