მოგეხსენებათ, ჰოჯსონი 1990-იან წლებში მილანის „ინტერს“ ედგა სათავეში და საახლწლო არდადეგების ყადრი კარგად იცის.
„ზამთარში დასვენება აუცილებელია - ამბობს „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი - ინგლისური სეზონი აგვისტოს შუაში იწყება და როდესაც იანვარი დგება კლუბში ყველა თანამშრომელი გრძნობს, რომ გადაღლილია. არადა, ზაფხულში ძალიან დიდხანს ვისვენებთ. სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ორთვიანი საზაფხულო არდადეგების მოწყობა კარგი აზრია. ძალები ზამტარსა და ზაფხულში უკეთ უნდა
ეს გაცილებით სწორი დამოკიდებულება იქნება. არ გეგონოთ, რომ მე ერთადერთი ვარ ვინც ამას ამბობს. უამრავი კოლეგისგან მსმენია იგივე. იტალიაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ზამთარში ორ-სამ კვირიანი დასვენება ძალების აღდგენის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"