ოლდ ტრაფორდზეც აიკრძალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის საშინაო არენა "ოლდ ტრაფორდზე" ვუვუზელების შეტანა აიკრძალა.

"ეს გადაწყვეტილება საკითხის დეტალური შესწავლისა და გულშემატკივრებთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ. სამხრეთ აფრიკაში ვუვუზელების ხმაური მსოფლიო ჩემპიონატის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის კონტექსტში ეს საკრავი ვერაფრით ჯდება", - ნათქვამია კლუბის ხელმძღვანელთა ოფიციალურ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული