შვიდი თამაშის მერე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სტივ მაკლარენი „ნოტინგემ ფორესტიდან“ წასვლას აპირებს, არადა ამ გუნდის სათავეში მან მხოლოდ შვიდი თამაში ჩაატარა. დღეისათვის, ხუთი ტურის შემდეგ, ნოტინგემის გუნდი ჩემპიონშიპში მე-18 ადგილზეა.

მაკლარენი კლუბის ხელმძღვანელობამ გააბრაზა. გასული ზაფხულის განმავლობაში „ფორესტს“ არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია - გუნდიდან 9 ფეხბურთელი წავიდა, ყიდვითკი მხოლოდ 5 იყიდეს. ინგლისური „მიდლსბროს“, ჰოლანდიური „ტვენტეს“ და გერმანული „ვოლფსბურგის“ ყოფილმა თავკაცმა ნოტინგემის კლუბის დირექტორატთან შეხვედრა მოითხოვა. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს უთხრა:

„სტივს გუნდის მიტოვება, რასაკვირველია, არ უნდა, მაგრამ იმდენად გაბრაზებულია, რომ ამბობს, შესაძლოა
სხვა გზა არც მქონდესო“.

„ვესტ ჰემთან“, შინ, 4:1 დამარცხების შემდეგ მაკლარენი ასე ამბობდა: „სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება და ამ დღეებში ჩვენ, ყველანი მკაფიოდ დავინახავთ აქვს თუ არა „ნოტინგემფორესტს“ ამბიცია“.

გაზეთებისთვის ცნობილი გახდა, რომ მაკლარენს უპირველეს ყოვლისა დაცვის გაძლიერება უნდოდა და დირექტორატს სასურველი მცველების სიაც კი გადასცა, მაგრამ აი, გავიდა სატრანსფერო პერიოდი და კლუბის ხელმძღვანელებმა ვინმე უყიდეს კი არა, იჯარითაც ვერავინ დაიმატეს. შეგახსენებთ, რომ მაკლარენის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული