კარაგერი: კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
თუკი "ლივერპულში" ვინმეს სიტყვა ეთქმის, პირველ რიგში ეს ჯეიმი კარაგერია. ფეხბურთელი, ვინც "წითლებს" 1996 წლიდან ემსახურება. ჟურნალისტებმა მას გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ კომენტარი სთხოვეს.

აი, რას ამბობს "ენფილდის" ცოცხალი ლეგენდა: "როგორც წესი, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, მშენებლობის პროცესი თავიდან იწყება. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ხდებოდეს.

რაფა ბენიტესის გუნდში მოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ტოპკლუბებთან თანასწორად ჭიდილი შეგვეძლო.

მიუხედავად წინა სეზონის კარგად დასრულებისა და მიმდინარეს დამაჯერებლად დაწყებისა, მაინც გამიჭირდება იმის
მტკიცება, რომ ჩვენ უეჭველად მოვიგებთ პრემიერლიგას, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, "ლივერპულში" დასაქმებულ მთელ პერსონალს, ასევე კლუბის მესაკუთრეებს იმისთვის, რომ ისინი ცდილობენ ცვლილებებს ფეხი აუწყონ, ცდილობენ, რომ ახალი და ახალი ფეხბურთელები გადაიბირონ. ჩვენ რამდენიმე ზედმეტი ფეხბურთელი მოვიშორეთ და ამის შემდეგ უკვე მიჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს".

"ლივერპულის" ერთ-ერთმა ახალწვეულმა, 26 წლის ჩარლი ადამმა შოტლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრაში 80-ე წუთზე ტრავმა მიიღო.

სკოტების თავკაცი კრეიგ ლევეინი იძულებული გახდა, გუნდის ლიდერი შეეცვალა. შოტლანდიური პრესა ნაკრების ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის დღეს ლიტვასთან მატჩს გამოაკლდება. ჩარლის ტრავმის ხარისხი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის "ლივერპულის" "სტოკ სიტისთან" 10 სექტემბერს გასამართ გასვლით შეხვედრაშიც არ იქნება.

მერსისაიდელებს იმედი აქვთ, რომ შოტლანდიელი 18 სექტემბრისთვის მაინც ჩადგება მწყობრში, როცა მათ ლონდონში "ტოტენჰემთან" ურთულესი დაპირისპირება ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული