გიბსი: სანერვიულო არაფერია

AutoSharing Option
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების 21 წლის განაპირა მცველი კირან გიბსი იმედოვნებს, რომ ტრავმის მომუშების შემდეგ საჭირო კონდიციებში მალე ჩადგება და არსენ ვენგერი ადგილს ძირითად შემადგენლობაში ისევ ანდობს.

"მეთოფეები" შაბათს "სუონისთან" დასაჭიდებლად ემზადებიან. ლონდონელებმა გამოჯანმრთელებულ გიბსს სერიოზული კონკურენტი დაახვედრეს, ბრაზილიის ნაკრების 28 წლის მარცხენა მცველი ანდრე სანტოსი.

ამ ფეხბურთელებს თანაბრად შეუძლიათ დაცვის ორივე ფლანგზე ასპარეზობა და შესაბამისად, შეიძლება ადგილი ძირითადში ორივემ დაიმკვიდროს, მართალია ცოტა საეჭვოა, ცაციებმა ნამდვილ მემარჯვენე ბაკარი სანიას აჯობონ, მაგრამ მაინც... დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში "მეთოფეთა" კიდევ ერთ
ახალწვეულ კარლ ჯენკინსონსაც. გიბსი ფიქრობს, რომ გუნდის ახალწვეულებს ნამდვილად შეუძლიათ "არსენალის" გაძლიერება. აი რას აცხადებს ფეხბურთელი:

"მიყვარს გუნდის დახმარება, როცა ამის შანსი მაქვს. "არსენალს" შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს, არ აქვს მნიშვნელობა, სანია იქნება ძირითადში თუ ვინმე სხვა. ჩვენ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში. იმედია, შედეგები გვექნება. პირადად რაც შემეხება, სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს. მესმის, რომ რაც უფრო მეტს ვითამაშებ, მით უფრო სწრაფად გავიზრდები. ვიცი, რომ თამაშებისას მეტი კონცენტრაცია მმართებს, განსაკუთრებით იმ სქემისას, რომლითაც "არსენალი" თამაშობს. ჩვენ ხომ შემტევ სტილის გუნდი ვართ. ასე რომ, მცველებს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს".

გუნდში შექმნილ ვითარებაზე "არსენალის" ახალწვეულმა მიკელ არტეტამაც ილაპარაკა. ესპანელი მოუთმენლად ელის დებიუტს "მეთოფეთა" რიგებში. სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ ვენგერი მას აუცილებლად ძირითადში გაამწესებს:

"სუონსისთან" შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. "ემირიტსზე" მატჩის დაწყება ძალიან ამაღელვებელი მომენტი იქნება ჩემთვის. გარწმუნებთ, "არსენალის" მიმართ ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული სიმპათია, რადგან მისი თამაშის ყურება ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო. იმედია, გუნდთან ადაპტაცია განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაივლის. პირადად ამისთვის ძალასა და ღონეს არ დავიშურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული