სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ევერტონმა" "რეალიდან" 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი როისტონ დრენტე შეიძინა. ფეხბურთელი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ შეთავაზება რამდენიმე კლუბიდან ჰქონდა, მაგრამ მას თამაში მხოლოდ პრემიერლიგაში სურდა.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელი წინა სეზონში იჯარით "ერკუსელში" თამაშობდა, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ერთი პერიოდი ის მოკვეთილიც კი იყო. სეზონის დაწყებამდე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფეხბურთელთან თანამშრომლობას არ აპირებდა, რის გამოც ჰოლანდიელი ტრანსფერზე დააყენეს.
"რეალში" სურ
დათ, რომ კარიერა "ბენფიკაში" გამეგრძელებინა, მაგრამ ამ წინადადებაზე უარი ვთქვი. 31 აგვისტოს ყველაფერი გაირკვა, აგენტმა დამირეკა და მთხოვა, ბარგი ჩამელაგებინა და ლივერპულში გავფრენილიყავი, სადაც "ევერტონის" წარმომადგენლები დამხვდებოდნენ და კონტრაქტს გამიფორმებდნენ. ამის შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქე და ღმერთს მადლობა გადავუხადე," - განუცხადა ფეხბურთელმა "სანის" ჟურნალისტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"