გარიგება "ჩელსის" სასარგებლოდ

AutoSharing Option
ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელების მესვეტეობა ბრიტანულ გაზეთებში დიდი ხნის ტრადიციაა. "დეილი მეილის" ფურცლებზე ხშირად წერს ხოლმე თავის აზრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი.

ამჯერად მან 2009/10 წლების სეზონი, "ჩელსის" მიერ პრემიერლიგის მოგება გაიხსენა და თავისი ბოლო თამაში გაიხსენა კარიერაში:

"ჩელსის" დაეხმარნენ, როცა მათ პრემიერლიგა ბოლოჯერ მოიგეს 2010 წელს. ლონდონელებს მხოლოდ რამდენიმე მატჩი რჩებოდათ ტურნირის დამთავრებამდე. ვიღაცებს ეგონათ, რომ მათ რთული მატჩი ელოდათ "ენფილდზე", თუმცა ჩვენ, "მანჩესტერში" მშვენივრად ვიცოდით, რომ "ლივერპული" შეეცდებოდა "არისტოკრატებისთვის" დავალების შესრულება შეემსუბუქებინა, რათა ჩვენ სარეკორდო მე-19
ტიტული არ მოგვეგო.

ჩვენამდე მთელი კვირა მოდიოდა ხმები, რომ "ლივერპულის" ვეტერანი ფეხბურთელები ხშირად უმეორებდნენ თავის ახალგაზრდა თანაგუნდელებს, წყეულიმც იყონ ეს "ეშმაკები", შანსი არა აქვთ რომ წელს ლიგა მოიგონო.

არ ვიცი, ეს ხმები მართალია, თუ ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ საკუთარი თვალით ვუყურებდი, რომ იმ დღეს "ლივერპული" მოედანზე მხოლოდ დასეირნობდა.

ბევრს შეეძლო შეემჩნია, რომ მასპინძლები იმ დღეს საზაფხულო არდადეგებზე ფიქრობდნენ, ის შეხვედრა კი საერთოდ არ აღელვებდათ. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ამ თემაზე წუწუნს ვერ დავიწყებდით, მით უფრო ხმამაღლა.

საბოლოოდ ეს ჩვენთვისაც სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან ხსენებულ სეზონში ოპტიმალური ფორმისგან შორს ვიყავით. ამ შემთხვევამ "ლივერპული" კიდევ უფრო მკვეთრ ფერებში დაგვიხატა".

ამავე სვეტში ნევილი იხსენებს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის უკანასკნელ თამაშს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. ვეტერანი ისე საშინლად თამაშობდა, რომ შესვენებისას განმარტოვება მოუნდა და სხვა ადგილი რომ ვერსად ნახა, ტუალეტში ჩაიკეტა.

"მართლა საზიზღრად ვთამაშობდი პირველი 45 წუთის განმავლობაში, მაგრამ გულშემატკივრებს ეს ვერ აჩერებდა, ისინი ჩემს სახელს სკანდირებდნენ, მღეროდნენ, "გარი ნევილი წითელია, წითელია"... პირველად ცხოვრებაში ამის გამო თავი უხერხულად ვიგრძენი. გულში ვითხოვდი, დღეს მაინც ნუ მღერით ამას, მე ხომ ეს არ დამიმსახურებია.

ადრე შეიძლება, მაგრამ ახლა ნამდვილად არა-თქო. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა შეხვედრა. გასახდელში ფერგიუსონი გვიყვიროდა, რათა საშინელი თამაში გამოგვესწორებინა. ჩვენ კი მართლა გულის ამრევად გამოვიყურებოდით. თუმცა ჩემთვის ესეც სულერთი იყო. მე უბრალოდ სახლში წასვლა მსურდა. მინდოდა, გავუჩინარებულიყავი.

ვიჯექი, ვუყურებდი კედლებს და ვხვდებოდი, რომ ჩემი გონება სულ სხვაგან იყო და ვხვდებოდი იმასაც, რომ ცხოვრების ყველაზე საშინელი წარმოდგენები რეალობად მექცა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული