მოკრძალებული რესურსების მქონე კლუბმა მასში “ტოტენჰემს” 10 მილიონი ფუნტი მიუთვალა. შესაბამისად, ადგილობრივი ფანები ფეხბურთელისგან ძალიან ბევრს ელიან. შეიძლება ითქვას, ექსლივერპულელის დებიუტი იქნება “ლივერპულშივე”. “წითლებს” სკანდალისტი კრეიგ ბელამი დაუბრუნდა. ვისაც “ენფილდზე” კრაუჩთან ერთადაც უთამაშია. აღსანიშნავია, რომ შარშან ბელამის შეძენა სწორედ “სტოკ
საინტერესო შეხვედრა გაიმართება “ემირეიტსზე”. “არსენალი” შეეცდება, წელს პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვოს, თავის მხრივ “სუონსის” პირველი გოლის გატანის სურვილი კლავს. “მეთოფეებს” ბოლო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედისგან” ცხვირ-პირში კარგა გვარიანად მოხვდათ, როცა 8:2 წააგეს.
ლონდონელებმა მას შემდეგ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი შეიძინეს. სავარაუდოა, რომ დღეს რამდენიმე მათგანი ძირითადშიც გამოჩნდება. “არსენალი” შეხვედრას 6-მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება (პრემიერლიგაში ბოლო გამარჯვება გუნდმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” 35-ე ტურში მოიპოვა). ბოლოს მსგავსი რამ “მეთოფეებს” 1994 წელს დაემართათ. ვენგერს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. არ იქნებიან აბუ დიაბი, ჯეკ უილშირი, ტომას ვერმაელენი (ტრავმა), ჟერვინიო და ალექს სონგი (დისკვალიფიკაცია) ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ საეჭვოა ანდრე სანტოსისა და ტომაშ როსიცკის თამაში.
“სუონსიმ” 2 შეხვედრაში უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პრემიერლიგის გუნდებს. მოგეხსენებათ გუნდმა “უიგანთან” და “სანდერლენდთან” უგოლო ფრეები ითამაშა. თუმცა გრანდთან პირველი დაჯახება დებიუტანტების კატასტროფულად დამთავრდა - 0:4 “მანჩესტერ სიტისთან”.
“ევერტონი” “ასტონ ვილასთან” მატჩისთვის ემზადება და ცდილობს მიკელ არტეტას გარეშე ცხოვრებას შეეგუოს. მართალია, ესპანელი ხშირად ტრავმიანობდა, მაგრამ მას მერე რაც გუნდიდან წავიდა, ფანებს მხოლოდ დევიდ მოიესის გამჭრიახობისა და მისი შემცვლელის 17 (!) წლის როს ბარკლის იმედი აქვთ. “გუდისონ პარკზე” 6 წლის გატარების შემდეგ მიკელმა, მოგეხსენებათ, “არსენალს” მიაშურა. ამასობაში ლივერპულის ლურჯი ნაწილი ფეხზე დგას. “ევერტონის” გულშემატკივრები მზად არიან ბილ კენრაიტის საკლუბო პოლიტიკა გააპროტესტონ. მათ ამისთვის ლივერპულის პოლიციასთან უკვე მიაღწიეს შეთანხმებას. ფანები ქალაქის ქუჩებში მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, რომელსაც პოლიცია დაიცავს.
წაუგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ჯერ კიდევ მოუგებელ “სანდერლენდს” ესტუმრება. ბუნებრივია, “არისტოკრატთა” ამბიციებიდან გამომდინარე, მათ მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს. მასპინძლთა თავკაცი, ამბიციური შოტლანდიელი სტივ ბრუსი ჩემპიონობის პრეტენდენტთან მოგებას ყველანაირად შეეცდება. “შავ კატებს” “ჩელსისთან” საშინელი სტატისტიკა აქვთ. თავად განსაჯეთ, უკანასკნელი 13 შეხვედრიდან 12 ლონდონელებმა მოიგეს, მაგრამ ის ერთი მოგება იმისთანა იყო, “სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ დიდხანს რომ ემახსოვრებათ - შარშან მე-13 ტურში “სტემფორდ ბრიჯზე” სტუმრებმა 3:0 მოიგეს. მასპინძელთათვის ამაზე მეტი მოტივაცია რაღა უნდა იყოს? მით უფრო, რომ სტუმართა რიგებში ფერნანდო ტორესის გამო სიტუაცია ცოტა დაძაბულიც კია. ესპანელი გოლის გატანას ვერაფრით ახერხებს, თუმცა დიდიე დროგბას ტრავმის გამო გუნდს მისი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. “სანდერლენდს” სულ რაღაც მეორედ დაემართა
ისტორიაში, რომ სადებიუტო 3 შეხვედრის შემდეგ მოგება არ ჰქონდა.
დაბოლოს, “ვულვერჰემპტონისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრას შევეხოთ. გუნდებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად დაიწყეს სეზონი. “მგლებს” 3-დან 2 მოგება და ფრე აქვთ, “დეზები” კი ორ შეხვედრაში ორჯერ განადგურდნენ: ჯერ “ოლდ ტრეფორდზე” 3:0, შემდეგ კი შინ “მანჩესტერ სიტისთან” 5:1 წააგეს.
უცნაური ლოგიკაა, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ტოტენჰემი” შეხვედრას სწორედ ამიტომ მოიგებს. მათი თქმით, რამდენადაც კარგად არ უნდა უჭრიდეს კბილები მგლების ხროვას, სტუმრები ცხვირით მიწას გათხრიან და გამარჯვებისთვის ოფლს, ხოლო თუ საჭირო გახდა სისხლსაც დაღვრიან. მათთვის უბრალოდ მოგება ამ წუთას არაფერს ნიშნავს, მეტოქე უნდა გაანადგურონ, რათა “უაით ჰართ ლეინმა” “ქალაქელებთან” საშვილიშვილო მარცხი რაც შეიძლება მალე დაივიწყოსო. არის ლოგიკა ამ ნათქვამში. ზოგადად “ტოტენჰემი” მეტოქეზე მაღალი კლასის გუნდია და მათ ეს უნდა დაამტკიცონ.
პრემიერლიგა. IV ტური
დღეს
არსენალი-სუონსი 17:00
ევერტონი-ასტონ ვილა 17:00
მან. სიტი-უიგანი 17:00
სტოკ სიტი-ლივერპული 17:00
სანდერლენდი-ჩელსი 17:00
ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი 17:00
ბოლტონი- მან. იუნაიტედი 17:30
ხვალ
ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 15:30
ფულჰემი-ბლექბერნი 18:00
ზეგ
ქუინზ პარკი-ნიუკასლი 22:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. მან. იუნაიტედი 3 3 0 0 13:3 9
2. მან. სიტი 3 3 0 0 12:3 9
3. ლივერპული 3 2 1 0 6:2 7
4. ჩელსი 3 2 1 0 5:2 7
5. ვულვერჰემპტონი 3 2 1 0 4:1 7
6. ნიუკასლი 3 2 1 0 3:1 7
7. ასტონ ვილა 3 1 2 0 3:1 5
8. უიგანი 3 1 2 0 3:1 5
9. სტოკ სიტი 3 1 2 0 2:1 5
10. ბოლტონი 3 1 0 2 7:6 3
11. ევერტონი 2 1 0 1 1:1 3
12. ქუინზ პარკი 3 1 0 2 1:6 3
13. სანდერლენდი 3 0 2 1 1:2 2
14. ნორვიჩი 3 0 2 1 3:5 2
15. სუონსი 3 0 2 1 0:4 2
16. ფულჰემი 3 0 1 2 1:4 1
17. არსენალი 3 0 1 2 2:10 1
18. ვესტ ბრომვიჩი 3 0 0 3 2:5 0
19. ბლექბერნი 3 0 0 3 2:6 0
20. ტოტენჰემი 2 0 0 2 1:8 0
ბომბარდირები: 6 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 5 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნ), 3-3 ივან კლასნიჩი (ბოლტონი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)