სასწაულებს სჩადიოდა მეკარე ვოიცეხ შჩესნი, მისმა კოლეგამ, ჰოლანდიელმა მიხელ ფორმმა კი გოლის მომენტში წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა. არსენ ვენგერმა ძირითადში ორი დებიუტანტი დააყენა - მიკელ არტეტა და პერ მერტეზაკერი. მასპინძლები ცდილობდნენ, ინიციატივა ხელთ ეგდოთ, მაგრამ უელსური გუნდი სახელოვან მეტოქეს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. სტუმრებმა პრინციპში მოახერხეს არსენალელთა შეტევების გაუვნებელყოფა.
ანგარიშის გახსნის შანსი პირველად "სუონსის" მიეცა - დენი გრემის თავური შჩესნიმ წარმოუდგენელი
"სტოკ სიტიმ" "ლივერპულს" სეზონში პირველი მარცხი აგემა. ერთადერთი გოლი ჯონათან უოლტერსმა ჯეიმი კარაგერის მიერ წესის დარღვევის გამო დანიშნული პენალტით გაიტანა. მასპინძლებს ძალიან გაუმართლათ, რომ მერსისაიდელებმა ვერ შეძლეს გათანაბრება, რისი არაერთი შანსიც ჰქონდათ. კენი დალგილიშის შეგირდთაგან ყველაზე მეტად ლუის სუარესი აქტიურობდა, ვისაც ფლანგებიდან მხარს უჭერდნენ სტიუარტ დაუნინგი, ჩარლი ადამი და დირკ კუიტი. მათმა მონდომებამ რაიან შოუკროსის, მეტიუ აპსონისა და ასმირ ბეგოვიჩის თავგანწირვის წყალობით უკვალოდ ჩაიარა.
თამაშის შემდეგ კენი დალგლიშმა კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს არამხოლოდ "სტოკთან" მატჩის მომსახურე მარკ კლეტენბურგს, არამედ მთლიანად მსაჯთა კორპუსს: "ვერ მივხვდი, რატომ დაინიშნა პენალტი ჩვენს კარში. პირველი ოთხი ტურის განმავლობაში, რაც კი საეჭვო მომენტები იქმნება, ყველა ჩვენ საწინააღმდეგოდ წყდება. "ლივერპულში" პატივს ვცემთ არბიტრებს, მაგრამ მათაც ანალოგიური დამოკიდებულებით უნდა გვიპასუხონ. ვიმსახურებდით თუ არა უფრო მეტს ამ შეხვედრაში? მიჭირს თქმა, მაგრამ თუკი მუდმივად იქნება გარეფაქტორები, რომელთა გამკლავებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არაფრის შანსი არ გვექნება. ჯერ კლუბის მფლობელებს შევხვდები და კონსულტაციებს გავივლი, შემდეგ კი აუცილებლად მივმართავ მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ რაილის. დღევანდელ მეტოქეზე კი ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. "სტოკმა" თავდადებით ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა".
უეინ რუნიმ და ხავიერ ერნანდესმა "ბოლტონი" მიწასთან გაასწორეს. "ალისფერი ეშმაკებისთვის" ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო, აქედან გუნდმა სამი დიდი ანგარიშით მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ "მანიუმ" "არსენალთან" ორი კვირის წინანდელი მატჩის მეორე ტაიმის "მეორე სერია" შემოგვთავაზა. სერ ალექს ფერგიუსონმა ერნანდესი წელს პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. მექსიკელმა მწვრთნელს მადლობა უკვე მე-5 წუთზე გადაუხადა. პასი მას ნანიმ გაუკეთა. მალე უეინ რუნის ჯერი დადგა, რომელმაც 19 წლის ფილ ჯონსის პასების დახმარებით 5 წუთში 2-ჯერ გაიტანა.
პირველ ტაიმში სტუმრები მხოლოდ ერთხელ ანერვიულდნენ, როცა ახალგაზრდა ტომ კლევერლიმ კევინ დევისთან შეტაკების დროს ტრავმა მიიღო. ფერგიუსონი იძულებული გახდა, მის ნაცვლად მინდორზე მაიკლ კერიკი შეეშვა. იძულებით ცვლილებას გუნდურ მექანიზმზე გავლენა არ მოუხდენია. "იუნაიტედი" ისევ ძველებურად მრისხანედ გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში პირველი ნახევრის გმირებმა თითო გოლიც გაიტანეს. ერნანდესს ხელი ისევ ნანიმ გაუმართა. რუნიმ კი ჰეთთრიკი რაიან გიგზის დახმარებით შეასრულა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ფერგიუსონმა განაცხადა, რომ გუნდისგან ასეთ სტარტს არ ელოდა.
"როცა მიმდინარე სეზონის კალენდარს პირველად შევავლე თვალი, მომეჩვენა, რომ თავიდან ცოტა უნდა გაგვჭირვებოდა. ჩემდა გასაკვირად კარგი ტემპი ავკრიფეთ. თუმცა უახლოეს დღეებში კიდევ ორი ურთულესი შეხვედრა გველის - ოთხშაბათს ლისაბონში "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი, კვირას კი უკვე "ჩელსისთან" შინ," - განაცხადა შოტლანდიელმა.
"უიგანის" მცველებმა არგენტინელ კუნ აგუეროსთან ვერაფერი გააწყვეს. მე-4 ტურში რუნის გარდა ჰეთთრიკი მანაც შეასრულა. რობერტო მანჩინის გუნდმა სწორედ ექსატლეტიკოელის წყალობით მოახერხა გამარჯვებათა სერიის გაგრძელება. იტალიელმა დამრიგებელმა კარლოს ტევესს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, მაგრამ ძირითადში მაინც დააყენა. კარლოსს პირველი გოლის გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა, როცა დავიდ სილვას წაქცევისთვის დანიშნული პენალტის დარტყმა ითავა, მაგრამ ალი ალ ჰაბსიმ დარტყმული აუღო. თავის მხრივ "უიგანი" კონტრშეტევებზე საკმაოდ მწარედ იკბინებოდა, რის გამოც "ქალაქელთა" გულშემატკივრებს რამდენჯერმე მიეცათ ნერვიულობის საფუძველი. ყველაფერს თავისი სახელი აგუერომ მაშინ დაუსვა, როცა 6-წუთიანი ინტერვალით სტუმარი გუნდი 2-ჯერ დასაჯა.
ანდრე ვილაშ-ბოაშმა პირველად ანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში ესპანელ ხუან მატას და ნამდვილად არ უნანია, რადგან "სანდერლენდთან" ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფერნანდო ტორესს დანაპირები დროზე ადრე აუსრულა (წესით, ესპანელი ორი შეხვედრა კიდევ ძირითადში უნდა ყოფილიყო) და ადგილი მხოლოდ სათადარიგოთა შორის მიუჩინა.
მთელი 90 წუთის განმავლობაში "არისტოკრატები" თვალში საცემ უპირატესობას ფლობდნენ. მათ ანგარშის გახსნა მე-18 წუთზე მოახერხეს. მატამ ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა. რასაც საჯარიმოში დიდი არეულობა მოჰყვა: ვინ კარში ურტყამდა და იქიდან ბურთი ვის გამოჰქონდა, გაუგებარი იყო. იაქტიურა ჯონ ტერიმ, ვინც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა შეძლო - 0:1. იქამდე ანგარიშის გახსნა ნიკლას ბენდტნერს შეეძლო, მაგრამ მისი დარტმული მეკარისგან მარჯვენა ძელს სანტიმეტრებში ასცდა. მეორე ტაიმის დებიუტში დენიელ სტარიჯმა შეხვერას ინტრიგა პრაქტიკულად დაუკარგა, რადგან "ჩელსი" აშკარად არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ამხელა უპირატესობას გაანიავებდა. მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო წამებზეღა შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა.
დაბოლოს, მოკლედ შევეხოთ "ვულვზისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას. სპეციალისტები წინასწარ აცხადებდნენ, "დეზები" ყველაფერს იღონებენ, რათა საშინელი სტარტის შემდეგ პირველი ქულები მოიპოვონ და გულშემატკივარს "მანჩესტერ სიტისთან" განცდილი კატასტროფა (შეგახსენებთ "ქალაქელებმა" 5:1 მოიგეს) მალე დაავიწყონო. მშვენიერი დებიუტი ჰქონდა ემანუელ ადებაიორს, ვინც სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მას პასი ლონდონელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა სკოტ პარკერმა გაუკეთა. ერთი შედეგიანი დარტყმის გარდა ტოგოელს გატანის კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა. აფრიკელმა გულშემატკივრებს მშვენიერი საფუძველი მისცა იმის დასავიწყებლად, რომ ოდესღაც ის "არსენალში" თამაშობდა.
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური
არსენალი-სუონსი 1:0
არსენალი: შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა, რემსი, არშავინი (ბენაიუნი 62), ფლიმპონგი (კოკელინი 74), უოლკოტი, ვან პერსი (შამახი 81).
სუონსი: ფორმი - უილიამსი, ტეილორი, კოლკერი, რანხელი, ბრიტონი, სინკლერი, დაიერი (მური 84), ალენი (დობი 75), აგუსტიენი (გაუერი 64), გრემი.
გოლი: 1:0 არშავინი (40)
გაფრთხილება: უოლკოტი, კოშელნი, არტეტა - აგუსტიენი, კოლკერი
კარში დარტყმა: 19(4)-12(2) ჯარიმები: 9-8 კუთხურები: 4-5 თამაშგარე: 1-2 ბურთის ფლობა: 57-43
ევერტონი-ასტონ ვილა 2:2
ევერტონი: ჰოვარდი - ჰიბერტი, ბეინსი, ჟაგიელკა, დისტენი, ტ. კეჰილი, ოსმანი, ფელაინი, როდუელი, ბილიალეტდინოვი (დრენტე 72), კოულმენი (ბარკლი 81).
ასტონ ვილა: გივენი - ჰატონი, უორნოკი, დანი, კოლინზი, ნზოგბია (ოლბრაიტონი 72), დელფი (აირლენდი 80), ს. პეტროვი, ბენტი, აგბოლაჰორი, ჰესკი (ბენანი 17).
გოლები: 1:0 ოსმანი (19), 1:1 ს. პეტროვი (63), 2:1 ბეინსი (69) პენ, 2:2 აგბონლაჰორი (83)
გაფრთხილება: ჟაგიელკა - აგბონლაჰორი
კარში დარტყმა: 21(8)-9(3) ჯარიმები: 13-12 კუთხურები: 8-0 თამაშგარე: 0-6 ბურთის ფლობა: 54-46
მანჩესტერ სიტი-უიგანი 3:0
მანჩესტერ სიტი: ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში, მილნერი, ა. ჯონსონი, დ. სილვა, ი. ტურე (რაზაკი 80), აგუერო (ბალოტელი 71), ტევესი (ნასრი 61).
უიგანი: ალ ჰაბსი - კოლდუელი, ბოისი (სტამი 60), პისკუ, ფიგეროა, უოტსონი (კრუსატი 70), მოზესი, მაკარტური, დიამე, დი სანტო (გომესი 70), როდალიეგა.
გოლები: 1:0 აგუერო (13), 2:0 აგუერო (63), 3:0 აგუერო (69)
მე-18 წუთზე ტევესმა ააცილა პენალტი (მეკარე)
კარში დარტყმა: 26(7)-11(3) ჯარიმები: 6-9 კუთხურები: 8-3 თამაშგარე: 2-0 ბურთის ფლობა: 59-41
სტოკ სიტი-ლივერპული 1:0
სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, - ჰუთი (უილკინსონი 64), შოუკროსი, აპსონი, უილსონი, პენანტი, უაიტჰედი, დელაპი (პალასიოსი 71), ეთერინგტონი (კ. ჯონსონი 68), უოლტერსი, კრაუჩი.
ლივერპული: რეინა - ენრიკე, აგერი, კარაგერი, შკრტელი (გ. ჯონსონი 81), ჰენდერსონი (ბელამი 67), დაუნინგი, ლუკასი, ადამი, სუარესი, კუიტი (კეროლი 67).
გოლი: 1:0 უოლტერსი (21) პენ.
გაფრთხილება: - სუარესი
კარში დარტყმა: 3(1)-24(7) ჯარიმები: 13-14 კუთხურები: 2-12 თამაშგარე: 5-1 ბურთის ფლობა: 27-73
სანდერლენდი-ჩელსი 1:2
სანდერლენდი: მინიოლე - ბერდსლი (ალ მოჰამადი 62), ბრაუნი, რიჩარდსონი, ბრამბლი, კატერმოული (უიკჰემი 65), ლარსონი, გარდნერი, კოლბეკი, სესინიონი (დონ ვონი 82), ბენდტნერი.
ჩელსი: ჩეხი - ე. კოული, ივანოვიჩი, ტერი, ბოსინგვა - რამირესი, ლემპარდი, მეირელეში, მატა (ტორესი 74), სტარიჯი (მალუდა 62), ანელკა (რომეუ 79).
გოლები: 0:1 ტერი (18), 0:2 სტარიჯი (51), 1:2 დონ ვონი (90)
გაფრთხილება: კოლბეკი - ბოსინგვა
კარში დარტყმა: 12(3)-19(5) ჯარიმები: 7-3 კუთხურები: 4-7 თამაშგარე: 3-3 ბურთის ფლობა: 40-60
ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი 0:2
ვულვერჰემპტონი: ჰენესი - სტრიმენი, უორდი, რ. ჯონსონი, ბერა, კაიტლი (ჰემილი 75), ჰენრი, ჰანტი (ჯარისი 75), ო’ჰარა, ს. ფრეტჩერი (ვოუკსი 81), დოილი.
ტოტენჰემი: ფრიდელი - ბეილი, კაბული, კინგი, უოლკერი, ასუ-ეკოტო, პარკერი (ლივერმორი 84), მოდრიჩი, კრანჩარი, ადებაიორი, დეფო (დოს სანტოსი 89).
გოლები: 0:1 ადებაიორი (67), 0:2 დეფო (80)
გაფრთხილება: ჰემილი, რ. ჯონსონი - კ. უოკერი, პარკერი
კარში დარტყმა: 10(6)-16(5) ჯარიმები: 6-12 კუთხურები: 4-10 თამაშგარე: 2-1 ბურთის ფლობა: 43-57
ბოლტონი-მანჩესტერ იუნ 0:5
ბოლტონი: იასკელაინენი - რობინსონი, გ. კეჰილი, ნაიტი, ბოიატა, იგლზი (პრატლი 61), მ. პეტროვი, მ. დევისი, რეო კოკერი, კ დევისი (ნგოგი 65), კლასნიჩი (შანლი 75).
მანჩესტერ იუნ: დე ხეა - ევრა, ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი (სმოლინგი 61), ანდერსონი, ნანი, ე. იანგი (გიგზი 61), კლევერლი (კერიკი 24), რუნი, ერნანდესი.
გოლები: 0:1 ერნანდესი (5), 0:2 რუნი (20), 0:3 რუნი (25), 0:4 ერნანდესი (59), 0:5 რუნი (68)
გაფრთხილება: კ. დევისი, მ. დევისი
კარში დარტყმა: 22(6)-14(8) ჯარიმები: 15-1 კუთხურები: 5-7 თამაშგარე: 0-5 ბურთის ფლობა: 42-58
ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
ნორვიჩი: რადი - ნოუგტონი, ბარნეტი, დე ლაეტი, ტირნი, ბ. ჟონსონი, ბერნეტი, კროფტსი, სურმანი (ჰულაჰანი 62), ჰოლტი (ს. მორისონი 70), მარტინი (ვონი 70)
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი - ოლსონი, ტამაში, შორი, რიდი, დორანსი (ჯ. მორისონი 69), მულუმბუ, შარნერი, ტომასი (ბრანტი 84), ლონგი (ჩოიი 88), ოდემვინგიე
გოლი: 0:1 ოდემვინგიე (3)
76-ე წუთზე ოდემვინგიემ ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: დე ლაეტი - შარნერი, რიდი
კარში დარტყმა: 18(3)-15(6) ჯარიმები: 13-11 კუთხურები: 1-3 თამაშგარე: 0-3 ბურთის ფლობა: 52-48
ფულჰემი-ბლექბერნი 1:1
ფულჰემი: შვარცერი - ჰიუზი (კელი 19), სენდეროსი, ჰანგელანდი, ი.ა. რიისე (ე. ჯონსონი 80), დაფი, სიდუელი, მერფი, დემპსი, რუისი (დემბელე 46), ზამორა
ბლექბერნი: რობინსონი - სალგადო, სამბა (ოლსონი 46), ს. დანი, ჟივე, დ. დანი (პეტროვიჩი 52), ფორმიკა, ნზონზი, ჰოილეტი, როჩინა (ლოუი 70), გუდვილი
გოლები: 0:1 როჩინა (32), 1:1 ზამორა (38)
კარში დარტყმა: 14(3)-11(3) ჯარიმები: 8-13 კუთხურები: 11-2 თამაშგარე: 2-0 ბურთის ფლობა: 58-42
დღეს: ქუინზ პარკი-ნიუკასლი
ბომბარდირები: 8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 6 - სერხიო აგუერო, ედინ ჯეკო (ორივე მანჩესტერ სიტი); 4 - ივან კლასნიჩი (ბოლტონი).
მომდევნო ტური:
ბლექბერნი-არსენალი, ასტონ ვილა-ნიუკასლი, ბოლტონი-ნორვიჩი, ევერტონი-უიგანი, ფულჰემი-მანჩესტერ სიტი, სანდერლენდი-სტოკ სიტი, სუონსი-ვესტ ბრომვიჩი, ვულვერჰემპტონი-ქუინზ პარკი, ტოტენჰემი-ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"