ავსტრალიელი მეკარე ლივერპულში

AutoSharing Option
ავსტრალიელი ბრედლი ჯონსი "მიდლსბროდან" "ლივერპულში" გადავიდა. 28 წლის გოლკიპერი მერსისაიდელთა ახალ თავკაც როი ჰოჯსონს ესპანელი პეპე რეინას დუბლიორად სჭირდება. "ლივერპული" ჯონსის სანაცვლოდ 2,5 მილიონ გირვანქას იხდის და მას სამწლიან კონტრაქტს უფორმებს.

ჯონსის ყიდვა "ლივერპულს" იმიტომ დასჭირდა, რომ "ენფილდიდან" წასვლა აქვს გადაწყვეტილი ბრაზილიელ დიეგო კავალიერის, რომელსაც რეინას ჩრდილში ყოფნა მოყირჭდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული