ფერგის ბიჭებს კოჭებში ეტყობათ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. მართალია, სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს სასტარტო შეხვედრაში მეტოქედ პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული "ნიუკასლ იუნაიტედი" ჰყავდათ და ისიც "ოლდ ტრეფორდზე", მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის მსვლელობისას პერიოდულად ისეთი კომბინაციები გაათამაშეს, აშკარა გახდა - ცოტაც და კვლავ ძველებურ "იუნაიტედს" ვიხილავთ. თვალს ხვდებოდა დიმიტარ ბერბატოვის მონდომება და სწრაფი, ეფექტური თამაშის სურვილი. უეინ რუნი კი მხოლოდ ეპიზოდურად ჰგავდა საკუთარ თავს ("ფიზიკაში" მოიკოჭლებს), სამაგიეროდ, კარგად თამაშობდნენ განაპირა ნახევარმცველები...

რასაკვირველია, გვესმის და ვიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი "ნიუკასლის" სისუსტის გამო ჩანდა უფრო ეფექტურად, მაგრამ მაინც დავიჩემებთ,
რომ მანჩესტერელებს კოჭებში ეტყობოდათ, რა ფეხბურთსაც ითამაშებენ ამ სეზონში.
მასპინძელთა გოლებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფი არც ერთი არ იყო და ამიტომ, მათზე არ შევჩერდებით. გეტყვით, რომ "ნიუკასლის" საუკეთესო შანსი ენდი ქეროლმა გაატანა ქარს - მას თავურით შეეძლო გოლის გატანა...

...და საერთოდ, ამ დღეს "კაჭკაჭებმა" მანჩესტერელებს მხოლოდ 10 წუთით გაუწიეს წინააღმდეგობა. მასპინძელთაგან ბერბატოვს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ პოლ სქოულზსა და რუნისთან გათამაშებული ჩინებული კომბინაცია ოდნავ უზუსტო დარტყმით დაასრულა.

მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 3:0
მანჩესტერ იუნ:
ვან დერ სარი, ო'ში, ვიდიჩი, ევანსი, ევრა (87. რაფაელი), ვალენსია, ფლეტჩერი, სქოულზი, ნანი (71. გიგზი), ბერბატოვი, რუნი (63. ერნანდესი).
ნიუკასლი: ჰარპერი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, რუტლეჯი, სმიტი, ბარტონი, გუტიერესი (81. ხისკო), ნოლანი (71. ამეობი), ქეროლი.
გოლები: 1:0 ბერბატოვი (33), 2:0 ფლეტჩერი (41), 3:0 გიგზი (85)
გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 18-8 (4-4); ჯარიმა: 9-7; კუთხური: 5-3; თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 75 221



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული