ვენგერის მარჯვენა ხელი

AutoSharing Option
- ჩვენ თავდადებით ვითამაშეთ, რადგან ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა. თავის კარგად დაცვა ბევრს ნიშნავს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ "დორტმუნდთან" შევძელით. არ ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდია, რომელიც ჩავა ამ ქალაქში და დაამარცხებს ადგილობრივ გუნდს. ჩვენ კი ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით.

ვან პერსის ახალი როლი
ვან პერსის გოლში არაჩვეულებრივი არაფერი იყო. ეს იყო რობინის კარგი გაქცევა და თეო უოლკოტის კარგი პასი. გასაკვირი იყო ის, რომ მან გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა.

აღმოჩნდა, რომ ის არ არის მხოლოდ მემარცხენე ფეხბურთელი.
ვან პერსი კაპიტანია, ჩვენ ვახალისებთ მას, რომ მოედანზეც და მის მიღმაც სიტყვაუხვი იყოს, განსაკუთრებით - გასახდელში. მან ორიოდე სიტყვა მითხრა იმის თაობაზე, რასაც ფიქრობდა. რასაც, შეიძლებოდა, რომ ჩვენთვის წარმატება მოეტანა. მეც მოკლედ ავუხსენი, რაც ფაქტობრივად შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იმისთვის, რომ გუნდი უფრო ძლიერი ყოფილიყო.

დორტმუნდი ძლიერი მეტოქე
უკვე ვთქვი, რომ თავის კარგად დაცვა ბევრს ნიშნავს და ჩვენმა ფეხბურთელებმა ამ საქმეს თავი კარგად გაართვეს. არ დაგავიწყდეთ, რომ "ბორუსია" მართლა ძალიან ძლიერი გუნდია. ამაზე ორი აზრი ალბათ არ არსებობს.

კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო? რა თქმა უნდა. რაღაც ამის მსგავსი დაგვემართა "ტოტენჰემთან", როცა თამაშს ვიგებდით და დენი როუზმა დაახლოებით 35 იარდიდან (იარდი 91 სმ მეტრს უდრის. რედ.) გაგვიტანა. შემიძლია ვივარაუდო, რომ თუნდაც 40-ჯერ სცადოს ბედი, გოლს გაიტანს კი არა შეიძლება კარკასს გაარტყას ან მეკარეს.

ეს ფანტასტიკური შესრულება იყო. "დორტმუნდი" თამაშის სტილით ძალიან გვგავს. ახლა უკვე ვიცით, რანაირ ფეხბურთს ვაჩვენებთ, როცა ფორმაში ვართ. თუმცა ვიმეორებ, ერთი ქულა კარგი შედეგია.

უცნაური შეგრძნება ვენგერის გამო
პირველ რიგში უცნაური ის იყო, რომ მწვრთნელს ჩემ გვერდით ვერ ვხედავდი. ჩვეულებრივ ის ყურში ჩამყვირის ხოლმე, "რატომ გააკეთა მან ეს?" ან "რატომ არ გააკეთა მან ეს"? არა, ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელობა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ის ზედმეტად დაძაბული სამუშაოა.

ორი კარგი შედეგი
მეჩვენება, განსაკუთრებით შაბათის თამაშის შემდეგ, რომ რეალურად ეს იყო ჩვენთვის სეზონის დასაწყისი. აქამდე არ ვიყავით დარწმუნებულები ახლადშეძენილი რამდენიმე ფეხბურთელის სამომავლო პერსპექტივაში. ისინი ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშეები აღმოჩნდნენ იმათ ჯინაზე, ვინც მათზე ცუდს ლაპარაკობდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი შემდგომ მატჩებშიც გამოიჩენენ თავს.

ჩემი აზრით, პერ მერტეზაკერი ფანტასტიკური ფეხბურთელია. იმდენი თამაში, რაც მან გერმანიის ეროვნულ გუნდში ჩაატარა, უკვე ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ის ცუდი მოთამაშე იყოს. მან კარგად ითამაშა ლორან კოშელნისთან დუეტში. ვფიქრობ, ის უკეთ და უკეთ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული