თეატრი არისტოკრატთა მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს
ბლექბერნი-არსენალი 15:45
ტრავმა: დანი, პედერსენი, ნელსენი, ჰოილეტი (ბლექბერნი); რემსი, როსიცკი, ვერმაელენი, უილშირი, სკილაჩი, დიაბი (არსენალი)

ასტონ ვილა-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: ჰესკი (ასტონ ვილა); ბენ არფა, აბიდი, ვუკჩიჩი, ვილიამსონი (ნიუკასლი)

ბოლტონი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: დევისი, მირსი, ალონსო, რიკეტსი, ჰოლდენი, ლი - ვონი, აიალა, ვორდი, ვითბრედი

ევერტონი-უიგანი 18:00
ტრავმა: ანიჩებე (ევერტონი), გოჰური, ალკარასი (უიგანი)

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: ბოდე, ტეიტი, მონკი - გერა, ტამაში, ბრანტი

ვულვერჰემპტონი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: ედვარდსი, ებანს ბლეიკი - დაიერი, ჰალსი, მაკი, ორი, ტრაორე

ხვალ
ტოტენჰემი-ლივერპული 16:30
ტრავმა: გალასი,
სანდრო, ვან დერ ვაარტი, დოუსონი, პიენაარი, ლენონი - ჯონსონი, ჯერარდი, კელი
ფულჰემი-მან. სიტი 18:00
ტრავმა: რიისე, დევისი (ფულჰემი); მილნერი, დე იონგი (მანჩ. სიტი)

სანდერლენდი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: კემპბელი, ოში, მეილერი, გორდონი, ბერდლისი - ჰიგინბოთემი, ფულერი

მან. იუნაიტედი-ჩელსი 19:00
ტრავმა: კლევერლი, ველბეკი, რაფაელი, ვიდიჩი (მანჩ. იუნაიტედი); ესიენი, დროგბა (ჩელსი)

წინა უქმეებზე “ბლექბერნმა” და “არსენალმა” პრემიერლიგაში თავისი პირველი ქულა და მოგება ჩაიწერეს. “ვარდებმა” “ფულჰემს” წაართვეს ქულა, ხოლო “მეთოფეებმა” “სუონსი” დაამარცხეს. სეზონის წინ “ვარდების” სუსტი სტარტი იოლი საპროგნოზო იყო, რადგან მათ ადგილი ელიტაში შარშანაც ძლივს შეინარჩუნეს.
“მეთოფეთა” ამგვარ დაცემას კი ალბათ ცოტა ელოდა.

საინტერესო პარალელი გაავლეს სტატისტიკოსებმა ამ გუნდებს შორის. “ბლექბერნს” ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში 1 მოგება აქვს, ხოლო “არსენალს” 1 მოგება 9 გასვლით დაპირისპირებაში. თუ ამ “ლოგიკით” მივუდგებით, გამოდის, შეხვედრა ფრედ უნდა დასრულდეს. ეს ნახევრად ხუმრობით... “ივუდ პარკის” მატჩი დამატებით ყურადღებას იმითაც იპყრობს, რომ ადგილობრივი პუბლიკა მთავარი მწვრთნელის სტივ კინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს. მათ რამდენიმე დღის წინ უკვე გაუგზავნეს ღია წერილი კლუბის ინდოელ მფლობელებს და შოტლანდიელის გუნდიდან გაშვება მოითხოვეს. ჯერჯერობით მეპატრონეს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. მეტიც, მან ფანებს მოუწოდა, გუნდს ბოლომდე გვერდით დაუდექითო.

შედეგებიდან გამომდინარე “ნიუკასლის” დაცვითი რედუტები ჯერჯერობით საუკეთესოა პრემიერლიგაში (“სტოკთან” ერთად). ალან პერდიუს შეგირდებმა 4-დან 3 მატჩში კარი მშრალად შეინახეს, გაშვებით კი მხოლოდ “ფულჰემისგან” გაუშვეს, ისიც ერთხელ. ამის წყალობით “კაჭკაჭებს” ცხრილში მეოთხე ადგილი უკავიათ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ “ნიუკასლს” ბირმინგემის “ვილა პარკზეც” შეუძლია “მშრალად” თამაში. თუმცა თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ჯორდებს ამ სტადიონზე თამაში ტრადიციულად უჭირთ. ბოლო შვიდი სტუმრობიდან მასპინძელმა 3 ქულა მხოლოდ ერთხელ “გაიმეტა”.

დაპირისპირება იმითაც საინტერესო იქნება, რომ ერთმანეთს ორი წაუგებელი გუნდი ხვდება. მეტიც, “ასტონ ვილა” პრემიერლიგის ბოლო 12 მატჩში ერთადერთხელ დამარცხდა. თავის მხრივ ცუდი სტატისტიკა აქვს მასპინძელთა თავკაც ალექს მაკლიშს, ვინც პრემიერლიგაში ბოლო 10 შეხვედრიდან ერთადერთი მოიგო, უშუალოდ “ნიუკასლთან” კი ბოლო 4-დან 3 მატჩი წაგებული აქვს.

“ევერტონი”-“უიგანის” შეხვედრაში ლივერპულელთა ჰოლანდიელ ახალწვეულს როისტონ დრენტეს ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ექნება. მან უკვე ითამაშა “ზამბახების” რიგებში, მაგრამ “ასტონ ვილასთან” ის მხოლოდ შეცვლაზე შევიდა. დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 24 წლის ნახევარმცველი პირველი წუთებიდან ითამაშებს.

“მანჩესტერ სიტის” იმედი აქვს, რომ “ფულჰემთან” “ქრევეინ კოტეჯზე” მეხუთე პრემიერლიგურ მატჩსაც მოიგებს. მათ გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია მართებთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში მოულოდნელად “ნაპოლის” ვერაფერი დააკლეს. მეტიც, რომ არა სერბი ალექსანდარ კოლაროვის დიდებული საჯარიმო დარტყმა, სულაც დამარცხდებოდნენ. წარუმატებლობას ისინი გამოუცდელობას ვერ დააბრალებენ, რადგან ასევე პირველ შეხვედრას ატარებდა ამ ტურნირში იტალიური კლუბიც. რობერტო მანჩინიმ თამაშის შემდეგ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, დაიმუქრა, მერე რა, “ბაიერნს” მიუნხენშივე მოვუგებთო.
“ქალაქელთა” ფანებს კი ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევაზე მეტად საქმე და ქულები აინტერესებთ.

“კოტეჯელების” მდგომარეობას ის ართულებს, რომ მათ დასასვენებლად “სიტიზე” 24 საათით ნაკლები ჰქონდათ. ხუთშაბათს “ფულჰემმა” ჰოლანდიის ვიცე-ჩემპიონ “ტვენტეს” უპასპინძლა და 1:1 ითამაშა. მარტინ იოლის ბიჭებისთვის ეს უკვე ზედიზედ მესამე საშინაო ფრე იყო, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი.

ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდისკენ”, იმავე “ოცნებათა თეატრისკენ” იქნება მიპყრობილი. ნამდვილად ვერ დაგისახელებთ წყვილს (ბუნებრივია “ბარსელონა”-“რეალის” გარდა), რომელიც ამხელა აუდიტორიას იკრებს ტელეეკრანებთან. არც მაშინ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი სტუმართა ახალგაზრდა მწვრთნელის ანდრე ვილაშ ბოაშისკენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას აქამდე სერ ალექს ფერგიუსონის დონის მწვრთნელთან დაპირისპირება არ ჰქონია, რაც პორტუგალიელისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.

ლეგენდარული სერ ალექსი კი თავის სტიქიაშია. შოტლანდიელი “იუნაიტედში” ახალ გუნდს აშენებს (მერამდენეს, თვლა გვეშლება), თანაც ისე, რომ ამ მშენებლობის პროცესში გუნდის ბრწყინვალებას მისხალი არ აკლდება. "ალისფერი ეშმაკები” საოცარ ფორმაში არიან. ისინი პრემიერლიგაში უბრალოდ კი არ იგებენ ყველა მატჩს - თამაშში საშუალოდ 4 ბურთზე მეტი გააქვთ. დაფრინავს უეინ რუნი, ვისაც პრემიერლიგაში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. მართალია, მანკუნიანელებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის თამაში ჰქონდათ, მაგრამ ლისაბონელ “არწივებთან” (“ბენფიკას” დიდი ხანია ასე უწოდებენ) ფრეს “ეშმაკების” ლამის დუბლშემადგენლობა ეყო.

ჟურნალისტთა ვარაუდით, ფერგი ძირითადში დააბრუნებს დავიდ დე ხეას (ეს თავადაც დაადასტურა), რიო ფერდინანდს, სასტარტოში დატოვებს რაიან გიგზსაც. პირველი წუთებიდანვე ითამაშებენ ასევე ხავიერ ერნანდესი, ეშლი იანგი, ნანი და ანდერსონი. დარენ ფლეტჩერი, ჟი სუნ პარკი და ანტონიო ვალენსია კი სკამზე გადაინაცვლებენ. “ბენფიკასთან” ტრავმებს გადავურჩით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “ჩელსისთან” საკვირაო დაპირისპირების წინ. ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ გუნდთან დაპირისპირებები განსაკუთრებულად დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ახლაც ამას ველი,” - განაცხადა ფერგიუსონმა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩ. იუნაიტედი 4 4 0 0 18:3 12
2. მანჩ. სიტი 4 4 0 0 15:3 12
3. ჩელსი 4 3 1 0 7:3 10
4. ნიუკასლი 4 2 2 0 3:1 8
5. სტოკ სიტი 4 2 2 0 3:1 8
6. ლივერპული 4 2 1 1 6:3 7
7. ვულვერჰემპტონი 4 2 1 1 4:3 7
8. ასტონ ვილა 4 1 3 0 5:3 6
9. უიგანი 4 1 2 1 3:4 5
10. ევერტონი 3 1 1 1 3:3 4
11. ქუინზ პარკი 4 1 1 2 1:6 4
12. არსენალი 4 1 1 2 3:10 4
13. ვესტ ბრომვიჩი 4 1 0 3 3:5 3
14. ბოლტონი 4 1 0 3 7:11 3
15. ტოტენჰემი 3 1 0 2 3:8 3
16. სანდერლენდი 4 0 2 2 2:4 2
17. ნორვიჩი 4 0 2 2 3:6 2
18. ფულჰემი 4 0 2 2 2:5 2
19. სუონსი 4 0 2 2 0:5 2
20. ბლექბერნი 4 0 1 3 3:7 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული