კრეიგ ბელამიმ "მანჩესტერ სიტი" დატოვა და მთელი ბრიტანული საფებურთო სამყაროს გასაოცრად "კარდიფში" გადავიდა. უელსელმა მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერი ხელი. არადა, 31 წლის ვარსკვლავის გადაბირება პრემიერლიგის ისეთ გუნდებს სურდათ, როგორებიც არიან "ტოტენჰემ ჰოთსპური", "სანდერლენდი" და "ფულჰემი". მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლეს მათ ბელამის ყიდვა მარტივი და ცნობილია: ისტლენდელებმა კონკურენტ გუნდებს არ მიჰყიდეს კარგი მოთამაშე. ბელამის ყიდვა "სელტიკსაც" უნდოდა.
ფეხბურთელმა თქვა: "აღფრთოვანებული ვარ შინ, კარდიფში რომ დავბრუნდი. ბედნიერი გახლავართ იმ კლუბის ფორმა რომ ჩავიცვი, სადაც ბავშვობაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ჩემს
ახალ თანაგუნდელებთან ერთად ყველა ღონეს ვიხმარ, რათა "კარდიფს" წარმატება მოვუტანო. ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი, როდესაც "ჩემპიონშიფის" შეხვედრა უნდა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ "სიტის" ფანები ყველა ღონეს იხმარენ, რათა მათი გუნდი პრემიერლიგაში აღზევდეს. მშობლიური ქალაქის გუნდის პრემიერლიგაში აყვანა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. თუ ეს მოვახერხეთ, თავად კლუბისთვის, კარდიფისა და უელსისთვის ჩინებული იქნება".
შაბათს "კარდიფ სიტი" "დონკასტერს" ხვდება და გუნდში ბელამის ხელახალი დებიუტიც იქ გაიმართება. "სიტის" მწვრთნელმა დეივ ჯონსმა თქვა:
"კრეიგის დამატება გუნდის განვითარების გზაზე გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ძალიან მიხარია ის მთელი სეზონით რომ რჩება ჩვენთან. ბოლო ხანს ჩვენ ჯეისონ კუმასი და სელი ოლოფინიანაც დავიმატეთ. კრეიგი მათთან ერთად დიდ ძალას შემატებს გუნს. ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონის ბოლოს მაღალ ადგილებზე ვიქნებით".