დღე ემოციების გარეშე

AutoSharing Option
დღეს
სიტი-ევერტონი 15:45
არსენალი-ბოლტონი 18:00
ჩელსი-სუონსი 18:00
ლივერპული-ვულვერჰემპტონი 18:00
ნიუკასლი-ბლექბერნი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი 18:00
უიგანი-ტოტენჰემი 18:00
სტოკ სიტი-იუნაიტედი 18:30

ხვალ:
ქუინზ პარკი-ასტონ ვილა 19:00

ზეგ:
ნორვიჩი-სანდერლენდი 23:00

* * *
თასზე “შრიუსბერისთან” გამარჯვების შემდეგ “არსენალი” “ემირეიტსზე” “ბოლტონს” უმასპინძლებს. ლონდონური გრანდი 5 ტურის შემდეგ 4 ქულით ჯერჯერობით მისთვის შეუფერებელ მე-17 ადგილზეა. მე-7 ტურში მას მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რათა ცხრილში ნელ-ნელა ზემოთ აინაცვლოს.

კრიზისსშია “ბოლტონიც”, რომელიც კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაშია და 3 ქულით მე-19 ადგილზეა. “ბლექბერნთან” შეხვედრის შემდეგ, როცა ლონდონელთა მცველებმა ერთ ტაიმში საკუთარი კარი ორჯერ დალაშქრეს, “არსენალის” დაცვა, განსაკუთრებით ცენტრალური
ხაზი, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. თუმცა იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ის, რომ პირველი გოლები გაიტანეს ახალ გუნდში ჟერვინიომ და არტეტამ. “ბოლტონმა” თავისი სამთამაშიანი მოუგებელი სერია ლიგის თასზე “ასტონ ვილასთან” შეწყვიტა - 2:0 გაიმარჯვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შემადგენლობა გადაღლილი იქნება, რადგან ბირმინგემულ გუნდს ძირითადი გუნდი დაუპირისპირდა, “მეთოფეებს” კი ქვედალიგელ “შრიუსბერისთან” გადახალისებული გუნდი ჰყავდათ.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, რემსი, სონგი, არტეტა, უოლკოტი, ჟერვინიო, ვან პერსი
ბოლტონი: იაასკელაინენი - ბოიატა, ნაითი, კეჰილი, რობინსონი, პრეტლი, რეო-კოკერი, მუამბა, პეტროვი, დევისი, კლასნიჩი

* * *
“მანჩესტერ სიტის” “ევერტონთან” გაუჭირდება მეტოქის იოლად დაჯაბნა. რობერტო მანჩინი თასზე “ბირმინგემის” 2:0 დამარცხების შემდეგ პრემიერლიგის შეხვედრისთვის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას აპირებს. “ეტიჰად სტედიუმზე” შეიძლება პირველად ითამაშოს “სიტის” ფორმით ოუენ ჰარგრივსმა, 30 წლის ფეხბურთელმა, ვინც სამწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნება “ბირმინგემთან” დიდებული გოლით აღნიშნა. მისი კარგი გარჯა მართლა მშვენიერი სტიმულია “სიტის” იტალიელი დამრიგებლისითვის, ვინც რამდენიმე დღის წინ იმაზე წუწუნებდა, ცენტრალური ნახევარმცველები მაკლიაო.

სტატისტიკას თუ ვენდობით, დევიდ მოიესის გუნდს “ქალაქელებთან” დიდი უპირატესობა უნდა ჰქონდეს, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს ასე ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, “ზამბახებმა” მანჩესტერელებს ბოლო 4-დან 4 მატჩი მოუგეს, ხოლო 14-დან 10 შემთხვევაში აიღეს სამი ქულა. “ევერტონი” მშვენიერ ხასიათზეა, ქარლინგის თასზე ხომ მათ “ვესტ ბრომვიჩი” 2:1 დაამარცხეს და წაუგებელი სერია უკვე ხუთ მატჩამდე გაზარდეს. თანაც ბერძენმა აპოსტოლოს ველიოსმა და ჰოლანდიელმა როისტონ დრენტემ თავიანთი პირველი გოლები გაიტანეს ახალ კლუბში.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში, ბერი, ი. ტურე, ნასრი, სილვა, აგუერო, ტევესი
ევერტონი: ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტენი, ჟაგიელკა, ბეინსი, ნევილი, კოულმანი, როდუელი, ფელაინი, ოსმანი, კეჰილი

* * *
პრემიერლიგის დებიუტანტ “სუონსის” “ჩელსისთან” სერიოზული გამოცდა ექნება. თუმცა მასპინძელთაგან იოლ გასეირნებას “სტემფორდ ბრიჯზეც” არავინ ელის. უელსურ კლუბს საინტერესო ისტორია აქვს. ამჯერად ამ თემის განვრცობისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, ის, რომ კლუბი რამდენიმე წლის წინ არ გაკოტრდა, გულშემატკივართა დიდი დამსახურებაცაა. ასე რომ, ფეხბურთელებსა და ფანებს შორის განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულებაა. ახლა “სუონსის” არსებობას უკვე აღარაფერი ემუქრება.

“ჩელსის” გულშემატკივართათვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს. როგორც იქნა შემადგენლობას უბრუნდება ტრავმამოშუშებული დიდიე დროგბა. ბრიტანელი ჟურნალისიტები ვარაუდობენ, რომ სასტარტოში ის და ფერნანდო ტორესი ერთად იქნებიან. მართალია, ესპანელმა ფეხბურთელმა წინა ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთი სამარცხვინო მომენტი გააფუჭა, მაგრამ ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო იყო “არისტოკრატთა” შემადგენლობაში.

საინტერესოა, ვის დააყენებს ანდრე ვილაშ ბოაში ნახევარდაცვის ცენტრში. მიკაელ ესიენი ტრავმირებულია. ამასობაში რამირესისა და ლემპარდის გარდა ძირითადში თამაშის პრეტენზია უჩნდებათ ჯოშ მაკიხრენსა და ორიოლ რომეუს. შეუძლებელია დაგვავიწყდეს, რომ ამაზე პოზიციაზე თამაშობენ რაულ მეირელეში და ჯონ ობი მიკელიც. ჟურნალისტები იმაზეც ვერ შეთანხმებულან, ჯონ ტერის გვერდით ვის უფრო მეტად უნდა ენდოს დაცვის ცენნტრში ვილაშ ბოაში - ლუისს, ალექსსა თუ ივანოვიჩს. “ლურჯების” ბანაკში საკადრო პრობლემები ნაკლებად შეინიშნება, რადგან გუნდს სულ ორი ტრავმირებული ჰყავს - მიკაელ ესიენი და დენიელ სტარიჯი. ამ უკანასკნელმა მსუბუქი დაზიანება “ფულჰემთან” ქარლინგის თასზე მიიღო.

მცირე ინტრიგაა “სტემფორდ ბრიჯზე” უელსელთა დამრიგებლის ბრენდან როჯერსის დაბრუნება - ეს უკანასკნელი ხომ თავის დროზე “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს თანაშემწე იყო. “ჩელსი” ძალიან მიყვარს და იქაურებთან დღემდე კარგი ურთიერთობები მაქვს, მაგრამ ეს არ იქნება დღე, როცა ემოციები რაღაც დოზით მაინც იმძლავრებს ჩემში. თამაშზე “ჩელსი” ჩემი ჩვეულებრივი მეტოქე იქნება,” - განაცხადა როჯერმა.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი: ჩეხი, ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, კოული, რამირესი, მეირელეში, ლემპარდი, მატა, დროგბა, ტორესი
სუონსი: ფორმი - მონკი, რანხელი, ვილიამსი, ტეილორი, დაიერი, გოუვერი, ბრიტონი, ალენი, სინკლერი, ლიტა

* * *
“ლივერპულისა” და “ვულვერჰემპტონის” ბოლო შეხვედრაში “წითლებმა” 3:0 მოიგეს. გოლები მერსისაიდელთა მხრიდან ფერნანდო ტორესმა და რაულ მეირელეშმა გაიტანეს, ფეხბურთელებმა, რომლებიც ახლა უკვე “ჩელსის” ღირსებას იცავენ. დამთხვევაა, რომ ორივე კლუბმა ზედიზედ პრემიერლიგის 2-2 შეხვედრა წააგო და ახლა ორივეს იმედი აქვს, რომ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას მოახერხებს. თუმცა ისიცაა, რომ “წითლებმა” ორივე შეხვედრა, “სტოკსა” და “ტოტენჰემთან”, გასვლაზე დათმეს, ხოლო “ვულვზმა” იმავე “ტოტენჰემთან” და “ქუინზ პარკთან” საშინაო შეხვედრები დათმო. “ენფილდზე” ამ გუნდების ბოლო 15 დაპირისპირებიდან სტუმარმა მხოლოდ 2 მოიგო. თუმცა “ლივერპულმა” ბოლო 4 შეხვედრაში სულ რაღაც 3 გოლი გაიტანა.

თუკი დირკ კუიტი გაიტანს, პრემიერლიგაში მისთვის ეს 50-ე გოლი იქნება “ლივერპულის” მაისურით. მერსისაიდელებს 5 გოლი აშორებთ ამავე ტურნირში 1200-ე გოლის გატანამდე.

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: რეინა - კელი, შკრტელი, კარაგერი, ენრიკე, ლუკასი, ადამი, ბელამი, დაუნინგი, კუიტი, სუარესი
ვულვერჰემპტონი: ჰენესი - სტირმანი, ჯონსონი, ბერა, ელოკობი, კაიტლი, ჰენრი, ო’ჰარა, ჯარვისი, ვორდი, დოილი

ნიუკასლი-ბლექბერნი
სავარაუდო შემადგენლობები
ნიუკასლი: კრული - კაბაიე, ს. ტეილორი, სიმპსონი, კოლოჩინი, რ. ტეილორი, გუტიერესი, ტიოტე, ობერტანი, ბესტი, ბა
ბლექბერნი: რობინსონი - სალგადო, სამბა, დანი, ჟივე, ფორმიცა, ლიოვე, ნზონზი, იაკუბუ, როჩინა, ჰოილეტი

ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი
სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი - რიდი, ოლსონი, დოუსონი, შორი, მორისონი, შარნერი, მულუმბუ, ტომასი, ლონგი, ოდემვინგიე
ფულჰემი: შვარცერი - კელი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე, დემპსი, მერფი, სიდუელი, დაფი, ზამორა, დემბელე

უიგანი-ტოტენჰემი
სავარაუდო შემადგენლობები
უიგანი: ალ ჰაბსი - ვან ანჰოლტი, ლოპესი, კოლდუელი, ფიგეროა, ვოტსონი, გომესი, მაკარტი, მელონი, მოზესი, დი სანტო
ტოტენჰემი: ფრიდელი - უოლკერი, კინგი, გალასი, ასუ-ეკოტო, ბეილი, პარკერი, მოდრიჩი, ვან დერ ვაარტი, ადებაიორი, დეფო

სტოკ სიტი-იუნაიტედი
სავარაუდო შემადგენლობები
სტოკ სიტი: ბეგოვიჩი - ჰუთი, ვუდგეიტი, შოუკროსი, უილსონი, დელაპი, უაიტჰედი, პალასიოსი, ეთერინგტონი, უოლტერსი, კრაუჩი
იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა, ნანი, ფლეტჩერი, ანდერსონი, იანგი, რუნი, უელბეკი

ქუინზ პარკი-ასტონ ვილა
სავარაუდო შემადგენლობები
ქუინზ პარკი: კენი - იანგი, ფერდინანდი, გებიდონი, ტრაორე, რაიტ-ფილიპსი, ბარტონი, დერი, ფორლინი, ტაარაბტი, ბოთროიდი
ასტონ ვილა: გივენი - ჰატონი, დანი, კოლინზი, ვორნოკი, ალბრაიტონი, პეტროვი, დელფი, ნ’ზოგბია, აგბონლაჰორი, ბენტი

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 5 5 0 0 21:4 15
2. სიტი 5 4 1 0 17:5 13
3. ჩელსი 5 3 1 1 8:6 10
4. ნიუკასლი 5 2 3 0 4:2 9
5. სტოკ სიტი 5 2 2 1 3:5 8
6. ასტონ ვილა 5 1 4 0 6:4 7
7. ევერტონი 4 2 1 1 6:4 7
8. ლივერპული 5 2 1 2 6:7 7
9. ქუინზ პარკი 5 2 1 2 4:6 7
10. ვულვერჰემპტონი 5 2 1 2 4:6 7
11. ტოტენჰემი 4 2 0 2 7:8 6
12. სანდერლენდი 5 1 2 2 6:4 5
13. ნორვიჩი 5 1 2 2 5:7 5
14. სუონსი 5 1 2 2 3:5 5
15. უიგანი 5 1 2 2 4:7 5
16. ბლექბერნი 5 1 1 3 7:10 4
17. არსენალი 5 1 1 3 6:14 4
18. ფულჰემი 5 0 3 2 4:7 3
19. ბოლტონი 5 1 0 4 8:13 3
20. ვესტ ბრომვიჩი 5 1 0 4 3:8 3

ბომბარდირები: 9 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 6 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 3-3 - ივან კლასნიჩი (ბოლტონი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ლეონ ბესტი (ნიუკასლი), გაბრიელ აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ფრანკო დი სანტო (უიგანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული