23 წლის ესპანელმა "ღამურების" შემადგენლობაში 4 წელი გაატარა და ყოფილი გუნდის მოთამაშეებთან დღემდე მეგობრობს.
"ჩემთვის ეს მათჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან დიდი ხანი არაა, რაც "ვალენსია" დავტოვე. თუმცა პირველ ადგილზე მაინც "ჩელსის" ვაყენებ. გოლი თუ გავიტანე, შევეცდები ჩემი ემოციები არ გამოვხატო. "ვალენსიაში" ყველაფერი ნორმალურად იყო, დღემდე ვინარჩუნებ კარგ ურთიერთობას გუნდის ფეხბურთელებთან", - განაცხადა მატამ.
მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით