მანჩესტერული წონასწორობა

AutoSharing Option
პიტერ კრაუჩმა „სტოკ სიტის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა და ის მეტისმეტად მნიშვნელოვანი გამოდგა: კრაუჩის შედეგიანმა დარტყმამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პირველი ქულები დააკარგინა.

უპირველეს ყოვლისა, რაც ამ დღეს „ბრიტანია სთედიუმზე“ შეკრებილ მაყურებელს თვალში მოხვდა, უეინ რუნის არყოფნა იყო. თავიდან ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, მაგრამ დაირხა ხმა, რომ რუნის ორთავა კუნთი ეტკინა. ეს ხმა, მატჩის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონთა თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა.

„რუნის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ დღეს თამაშის საშუალება არ მისცა. არც ის არის გამორიცხული, რომ მ
ან კიდევ გამოტოვის ერთი ან ორი შეხვედრა“, -თქვა ფერგიმ.

„იუნაიტედის“ უიღბლობა მე-11 წუთზე გაგრძელდა, როდესაც ჯონათან ვუდგეიტთან ორთაბრძოლაში ხავიერ ერნანდესი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამის მიუხედავად ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს -ნანიმ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში გახლავთ, ბურთი დარენ ფლეტჩერთან გაათამაშა და ასმირ ბეგოვიჩის კარში შეაგდო. ამის შემდეგ „იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეამ გამოიჩინა თავი. ახალგაზრდა ესპანელმა ენდი უილკინსონისა და ჯონ უოლტერსის დარტყმები ბრწყინვალედ მოიგერია, მაგრამ „ბრიტანია სთედიუმი“ "მშრალად" მაინც ვერ დატოვა -52-ე წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს „ტოტენჰემისგან“ 10 მილიონ ფუნტად ნაყიდმა კრაუჩმა თავით „იუნაიტედის“ კარში მიუჩინა ადგილი.

„როდესაც ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი საშინაო შეხვედრაში, ფანების თვალწინ გაგაქვს, ძალიან სასიამოვნოა, -თქვა მატჩის შემდეგ ფორვარდმა, ხოლო, თუ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედია“, ეს ერთიორად სასიამოვნო ხდება. ჩვენ ამ თამაშისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით. ასეთი ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება, როგორიც „სტოკშია“, სხვაგან არ მინახავს“.

„იუნაიტედის“ წაფორხილებამ სახეირო საქმე გაუკეთა მის თანაქალაქელსა და კონკურენტს, „მანჩესტერ სიტის“, რომელმაც შეცვლაზე შესული მარიო ბალოტელის გოლის წყალობით ნავსი გატეხა და სახიფათო „ევერტონს“ გამარჯვება გამოგლიჯა ხელიდან. ახლა, მანჩესტერული გუნდები ცხრილში 16 ქულით „გვერდიგვერდ“ არიან.

„სიტისა“ და „ევერტონის“ შეხვედრებს ტრადიცია აქვს: მანჩესტერის გუნდი წვალობს, ჯახირობს და გოლის შეგდება უჭირს. ამ ჯახირს, როგორც მოგახსენეთ, შაბათს წერტილი აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა დაუსვა, რომლის გოლსაც, ბოლო წუთზე ჯეიმს მილნერმა მეორეც მიაყოლა.

მატჩის შემდეგ „სიტის“ თავკაცმა რობერტო მანჩინიმ თქვა: „ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. კარში ბევრს ვურტყამდით, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა. საბედნიეროდ, შესვენების შემდეგ ჩვენი საქმეები უკეთ წავიდა“.

მანჩინის ჰკითხეს, რატომ ამჯობინა მოედანზე კარლოს ტევესის შეყვანას ბალოტელის შეყვანა, რაზეც მან უპასუხა: „მარიომ ვარჯიშებზე გამოიჩინა თავი და ვფიქრობ, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, სწორედ მას ვათამაშებ. ბალოტელიმ ეს დაიმსახურა“.

სტუმართა გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილეს, თუმცა მერსისაიდელთა შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თქვა, რომ „ევერტონის“ თამაში ძალისმიერი არ იყო.

„ჩელსის“ თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში კი აცხადებს, რომ გაძევების მიუხედავად ფერნანდო ტორესს შეუძლია იამაყოს. „სუონსისთან“ შეხვედრაში ესპანელმა თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა. ეს მისი მეორე გოლი გახლდათ ზედიზედ მეორე შეხვედრაში. ტორესის გოლს „ლურჯებმა“ კიდევ სამი მოაყოლეს - ორი რამირესმა გაიტანა და ერთი დიდიე დროგბამ. სუონსელთაგან ერთადერთი საპასუხო ეშლი უილიამსმა შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარი სალაპარაკო ეპიზოდი მაინც „ელ ნინიოსთვის“ წითელი ბარათის ჩვენება გამოდგა.

ესპანელის გაძევების მიზეზი მის მიერ მეტოქის, მარკ გოვერის წინააღმდეგ „გამოხდომა“ იყო. ვილაშ-ბოაშმა თქვა: „ფერნანდოს ბოდიში არაფრისთვის აქვს მოსახდელი. ასეთი ინციდენტები ფეხბურთში ხდება. მსაჯმა გადაწყვიტა ტორესი გაეძევებინა. რას იზამ, მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მეორე მხრივ, სამწუხაროა არბიტრმა ფერნანდოს წითელი ბარათი რომ აჩვენა, რადგან საინტერესო სპექტაკლი მზადდებოდა. თუმცა, დაცვით ფეხბურთზე არც კაცნაკლულები გადავსულვართ და ეს დაგვიფასდა“.

მიმომხილველებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ვილაშ-ბოაშმა უკვე მეორე შეხვედრაში დატოვა სათადარიგოთა სკამზე ფრენკ ლემპარდი. ჟურნალისტებმა 33 წლის მწვრთნელს ჰკითხეს კიდეც ამის შესახებ -ლემპარდი ხომ არ ბრაზდებაო. მწვრთნელმა მიუგო:

„არ ვიცი ლემპარდი ბრაზდება თუ არა, მაგრამ ეს საჭორაო თემა არ არის. ჩვენს გუნდში ყველა ფეხბურთელისთვის მთავარია „ჩელსი“ და ფრენკიც ზუსტად ასეა“.

„ლივერპულმა“ გაიმარჯვა, მაგრამ დაცვაში მაინც იმგვარად ცდებოდა, როგორც წინა ორ შეხვედრაში. თავიდან ყველაფერი ისე წავიდა, როგორც, თეორიულად, მერსისაიდელთა და „ვულვზის“ შეხვედრაში უნდა წასულიყო -ჯერ ჩარლი ადამის დარტყმული როჯერ ჯონსონმა საკუთარი კარის ბადეში აისხლიტა, შემდეგ კი ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ანგარიში ორამდე გაზარდა. შესვენების შემდეგ, „ვულვერჰემპტონის“ შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა სტივენ ფლეტჩერმა სხვაობა შეამცირა, რამაც მასპინძლებზე ზეწოლა გაზარდა. ამაში ისინი თავად იყვნენ დამნაშავენი, ვინაიდან ხელსაყრელი საგოლე მომენტები გაუშვეს ხელიდან.

„რაც სუარესი ჩვენს კლუბში გადმოვიდა, საუცხოოდ თამაშობს,-თქვა მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ თავკაცმა კენი დალგლიშმა, -ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ის „ენფილდზე“ რომ არის და იმედი გვაქვს კიდევ ბევრ წელიწადს გავატარებთ ამ ფანტასტიკურ ფეხბურთელთან ერთად“.

„ჩვენ მძიმე პირველი და შესანიშნავი მეორე ტაიმი გვქონდა, -თქვა „ვულვზის“ თავკაცმა მიკ მაკარტიმ -თავიდან, პირველ 10 წუთს რომ ვუყურე, ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა გოლი გაგვიტანეს. გოლის ეპიზოდში როჯერ ჯონსონის წინააღმდეგ ენდი ქეროლი წესებს არღვევდა, რამაც გამაღიზიანა“.

„ემირეით სთედიუმზე“ კი „არსენალმა“ ბოლო 35 წუთის განმავლობაში მოედანზე 10 კაცით დარჩენილი „ბოლტონი“ იოლად დაამარცხა -3:0. ამ შეხვედრაში ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ „მეთოფეთა“ შემადგენლობაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

„რობინი ის ადამიანია, რომელიც ფეხბურთელთა მთელი ჯგუფიდან მარტო სპორტული თვალსაზრისით კი არ გაიზარდა, არამედ პასუხისმგებლობაც სრულად შეიგრძნო. თავიდან ვინმეს შეიძლება დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვან პერსი კაპიტნად არ არის დაბადებული, მაგრამ თანდათანობით ეს მცდარი შეხედულება იფანტება“ -შეაქო ფორვარდი „მეთოფეთა“ მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

„ნიუკასლმა“ „ბლექბერნს“ 3:1 მოუგო. „კაჭკაჭთაგან“ სამივე გოლი საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა 26 წლის სენეგალელმა დემბა ბამ გაიტანა. ეს ბას პირველი გოლები გახლდათ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში.

„ვესტ ბრომვიჩის“ მეკარე ბენ ფოსტერმა ბოლო საშინაო შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა, „ფულჰემთან“ კი ბრწყინვალე წყვილი „სეივით“ აღიდგინა რეპუტაცია - შეხვედრა 0:0 დასრულდა.

უიგანში მასპინძლებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ვერ გააწყეს ვერაფერი -1:2. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მარტინესის გუნდს 62-ე წუთზე სტივ გოჰური გაუძევეს, „უიგანმა“ მაინც მოახერხა სეხვედრის ბოლოს ჩრდილოლონდონელთათვის ბევრი სირთულის შექმნა.

ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური

მანჩესტერ სიტი-ევერტონი 2:0

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - ტურე, ბერი - სილვა, აგუერო (78. მილნერი), ნასრი (84. სავიჩი) - ჯეკო (60. ბალოტელი).
ევერტონი (4-1-4-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი - ფ. ნევილი (73. დრენტე) - კოულმენი (81. ველიოსი), როდუელი, ფელაინი, ოსმანი - ტ. კეჰილი (66. საა).
გოლები: 1:0 ბალოტელი (68), 2:0 მილნერი (89)
გაფრთხილება: ტურე - როდუელი, ფ. ნევილი, ოსმანი, ტ. კეჰილი, ჯეგიელკა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 16-5 (8-2); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 47 293

უიგანი-ტოტენჰემი 1:2
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი, ვან აანჰოლტი, გოჰური - დიამე, უოტსონი (74. მაკარტური), მაკარტი - გომესი (46. სტამი), დი სანტო (73. სემონი), მოზესი.
ტოტენჰემი (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, კინგი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - პარკერი, სანდრო (90. ლივერმორი), ბეილი, მოდრიჩი, ვან დერ ვაარტი (78. დოს სანტოსი) - ადებაიორი.
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (3), 0:2 ბეილი (23), 1:2 დიამე (50)
გაფრთხილება: გოჰური, მაკარტი, სემონი - ადებაიორი
გაძევება: გოჰური (62-უიგანი)
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 8-14; კარში დარტყმა: 4-13 (3-7); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 18 788

ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკოლი, შორი - ბრანტი, დორანსი (78. მორისონი), მულუმბუ, ტომასი (82. ტჩოი) - ოდემვინგიე, ლონგი.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - გრიგერა, ჰანგელანდი, ბეირდი, რიისე - კასამი (74. რუის გონსალესი), დ. მერფი (88. ეტუჰუ), სიდუელი, დემპსი - სა, დემბელე.
გაფრთხილება: ჰანგელანდი, გრიგერა, ბეირდი (სამივე ფულჰემი)
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 18-5; კარში დარტყმა: 7-14 (5-7); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 23 835

ნიუკასლი-ბლექბერნი 3:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დ. სიმპსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი - ობერტანი, კაბაიე, ტიოტე, ხონასი (84. მარვო) - ბესტი, ბა (74. ბენ არფა).
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, დანი (63. როჩინა), სამბა, ჟივე - ჰოილეტი, ლოუი, ნზონზი, ოლსონი - ფორმიცა (64. ჯ. რობერტსი), იაკუბუ (79. გრელა).
გოლები: 1:0 ბა (27), 2:0 ბა (30), 3:0 ბა (54), 3:1 ჰოილეტი (37)
გაფრთხილება: ლოუი, ნზონზი, ოლსონი, სალგადო
გაძევება: ოლსონი (70-ბლექბერნი)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 20-8; კარში დარტყმა: 15-5 (4-3); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 46 236

ლივერპული-ვულვზი 2:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, შკრტელი, კარაგერი, ენრიკე - ჰენდერსონი (71. კუიტი), ადამი, ლუკასი, დაუნინგი - სუარესი (81. ჯერარდი), ქეროლი.
ვულვზი (4-5-1): ჰენესი - სტირმენი (46. დოჰერტი), ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ჰანტი, ედუარდსი (46. ს. ფლეტჩერი), ჰენრი, ო’ჰარა, ჯერვისი - დოილი.
გოლები: 1:0 რ. ჯონსონი (11), 2:0 სუარესი (38), 2:1 ს. ფლეტჩერი (49)
გაფრთხილება: ლუკასი, ქეროლი, კერი - ო’ჰარა, ჰენრი, უორდი, ჰანტი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-20; კარში დარტყმა: 13-9 (13-9); თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 341

ჩელსი-სუონსი 4:1 [იხილეთ ვიდეო]
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ივანოვიჩი, კოული - რამირესი, მიკელი, მეირელეში (83. მაკიჩრენი) - ანელკა (79. დროგბა), ტორესი, მატა (59. მალუდა).
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანგელი, მონკი, უილიამსი, ნ. ტეილორი - გოვერი, ბრიტონი (46. რუტლიჯი), ალენი - დაიერი (71. დობი), ლიტა (59. გრემი), სინკლერი.
გოლები: 1:0 ტორესი (29), 2:0 რამირესი (36), 3:0 რამირესი (75), 3:1 უილიამსი (86), 4:1 დროგბა (90)
გაფრთხილება: მატა, კოული, მიკელი - დაიერი, მონკი, ნ. ტეილორი
გაძევება: ტორესი (39-ჩელსი)
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 14-17; კარში დარტყმა: 14-3 (8-1); თამაშგარე: 3-4; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 41 800

არსენალი-ბოლტონი 3:0
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - სონგი, რემსი - უოლკოტი, არტეტა (82. როსიცკი), ჟერვინიო (78. არშავინი) - ვან პერსი (85. შამახი).
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, ნაითი, უიტერი, რობინსონი - იგლზი (71. მ.დევისი), პრეტლი, მუამბა (56. ბოიატა), რიო-კოკერი, მ. პეტროვი - ნ’გოგი (20. კ. დევისი).
გოლები: 1:0 ვან პერსი (46), 2:0 ვან პერსი (71), 3:0 სონგი (89)
გაფრთხილება: სტეინსონი (ბოლტონი)
გაძევება: უიტერი (55)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 19-3 (11-2); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 59 727

სტოკ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (83. ჰუთი), შოუკროსი, ვუდგეიტი, უილსონი - პენანტი (90. ჯერომი), დილეპი (85. უაიტჰედი), უილენი, ეზერინგტონი - უოლტერსი, კრაუჩი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ვალენსია, რ. ფერდინანდი, ჯონსი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, ანდერსონი, ე. იანგი (70. გიგზი) - ბერბატოვი (70. უილბეკი), ერნანდესი (11. ოუენი).
გოლები: 0:1 ნანი (27), 1:1 კრაუჩი (52)
გაფრთხილება: უილენი (სტოკ სიტი)
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 8-12; კარში დარტყმა: 11-10 (6-5); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 27 582

ქუინზ პარკი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ბენანი (58-ე პენ), 1:1 დანი (ს.კ)

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 6 5 1 0 22-5 16
2. სიტი 6 5 1 0 19-5 16
3. ჩელსი 6 4 1 1 12-7 13
4. ნიუკასლი 6 3 3 0 7-3 12
5. ლივერპული 6 3 1 2 8-8 10
6. ტოტენჰემი 5 3 0 2 9-9 9
7. სტოკი 6 2 3 1 4-6 9
8. ასტონ ვილა 6 1 5 0 7-5 8
9. ქუინზ პარკი 6 2 2 2 5-7 8
10. ევერტონი 5 2 1 2 6-6 7
11. ვულვზი 6 2 1 3 5-8 7
12. არსენალი 6 2 1 3 9-14 7
13. სანდერლენდი 5 1 2 2 6-4 5
14. ნორვიჩი 5 1 2 2 5-7 5
15. უიგანი 6 1 2 3 5-9 5
16. სუონსი 6 1 2 3 4-9 5
17. ფულჰემი 6 0 4 2 4-7 4
18. ბლექბერნი 6 1 1 4 8-13 4
19. ვესტ ბრომვიჩი 6 1 1 4 3-8 4
20. ბოლტონი 6 1 0 5 8-16 3

ბომბარდირები: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბა (ნიუკასლი), ბესტი (ნიუკასლი), დი სანტო (უიგანი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), სუარესი (ლივერპული), ვან პერსი (არსენალი); 2 - არტეტა (არსენალი), დეფო (ტოტენჰემი), ერნანდესი (მანჩესტერი), ლარსონი (სანდერლენდი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), სილვა (სიტი).

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი: ევერტონი-ლივერპული, ასტონ ვილა უიგანი, ბლექბერნი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი, სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი, ვულვერჰემპტონი-ნიუკასლი; ბოლტონი-ჩელსი, ფულჰემი-ქუინზ პარკი, სუონსი-სტოკი, ტოტენჰემი-არსენალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული