ნეიმარიადა გრძელდება

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ თავკაც რობერტო მანჩინის უნდა, რომ მისმა კლუბმა მადრიდის „რეალს“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ყიდვაში დიდი კონკურენცია გაუწიოს. ნეიმარის გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ფუნტია.

მანჩინი მთელი წელიწადია, რაც ისტლენდელთა ხელმძღვანელებს 19 წლის ბრაზილიელის ყიდვას უჩიჩინებს. იტალიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავთა შორის „სანტოსის“ თავდამსხმელს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და თუ „სიტის“ მართლა სურს „რეალისა“ და „ბარსელონას“ დონის გუნდებთან კონკურენცია, ის აუცილებლად უნდა იყიდოს.

მანჩინიმ სამხრეთ ამერიკაში საგანგებოდ მიავლინა თავისი მთავარი სკაუტი და ნდობით არჭურვილი პირი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ატილიო ლომბარდო,
რომელმაც ნიჭიერ ახალგაზრდათა ძებნაში მთელი ბრაზილია მოიარა და უკან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ნეიმარს შეუძლია „სიტისთვის“ ისეთივე ფიგურა გახდეს, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ უეინ რუნია.

დღეს, როდესაც „სიტიდან“ აღმასრულებელი შეფი გერი კუკი წავიდა, „ეტიჰედ სთედიუმზე“ მანჩინის სიტყვამ მეტი ძალა შეიძინა და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ კლუბმა ნეიმარის ფრონტზე ადრინდელზე გაცილებით მეტი იაქტიუროს. მართალია, იტალიელი მწვრთნელი და ინგლისელი აღმასრულებელი შეფი ერთმანეთს კარგად დაცილდნენ, მანჩინიმ აღიარა, რომ მათ შორის მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული