სულელი ტორესი და გასაგდები კომპანი

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ინგლისელი მსაჯი გრემ პოლი, რომელიც გაზეთ „დეილი მეილში“ ექსპერტად მუშაობს, წერს, რომ ის, რაც „ჩელსის“ ესპანელმა ფორვარდმა, 27 წლის ფერნანდო ტორესმა „სუონსისთან“ 4:1 მოგებული შეხვედრის მე-40 წუთზე გააკეთა, იყო არა თავდამსხმელის მიერ მეტოქისთვის ბურთის ართმევის მცდელობა, არამედ სახიფათო სისულელე.

მსაჯებს ტორესის ეპიზოდი შეუძლიათ ერთგვარ ნიმუშადაც კი გამოიყენონ და ყველას აჩვენონ: აი, რისთვის უნდა გააძევო ფეხბურთელი მოედნიდან! საბედნიეროდ, ტორესსა და „სუონსის“ ფეხბურთელ მარკ გოვერს შორის კონტაქტი ფაქტობრივად არ ყოფილა, რაც გოვერის დამსახურებაა - მან სწრაფად გაწია ფეხი.

მანჩესტერის „ეტიჰედ
სთედიუმზე“ კი ჰოვარდ ვებმა საკმაოდ კარგად იმსაჯა. ის ყველა ღონეს ხმარობდა, რათა „მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონის“ შეხვედრაში ტექნიკური ფეხბურთელები უხეშობისგან დაეცვა, თუმცა შეხვედრის ყველაზე დიდი უხეშობა ადექვატური რეაქციის გარეშე დარჩა. ლაპარაკია იმ ეპიზოდზე, როდესაც ლივერპულელმა ტიმ კეჰილმა ვენსან კომპანის წინააღმდეგ უხეშობა განიზრახა, რაც „სიტის“ მცველმა დროულად შეამჩნია, კეჰილს გაერიდა და დაშავებას გადარჩა, მაგრამ შემდეგ თავად მოტრიალდა და მეტოქეს ფეხი დააბიჯა.

ასეთი დანაშაულისთვის ვებს ულაპარაკოდ წითელი ბარათის ამოღება მართებდა და, ვფიქრობ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში, ეპიზოდს თუ განიხილავენ, კომპანის სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია არ აცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული