ამას "ინტერიდან" "მანჩესტერ სიტიში" რამდენიმე დღის წინ გადასული მარიო ბალოტელი ამბობს. "ცუდი ბიჭი არ ვარ, სავსებით ჩვეულებრივი ახალგაზრდა გახლავართ, განსაკუთრებით არც კარგი ვარ და არც – ცუდი", - ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც ახალგაზრდფა იტალიელმა ფორვარდმა "სიტის" ფეხბურთელის ამპლუაში წარმოთქვა.
პრესკონფერენციაზე ბალოტელის ისიც ჰკითხეს, ხალისით დატოვა თუ არა იტალია, რაზედაც ასეთი პასუხი მოისმინეს: "გარკვეულწილად, იტალიიდან წამოსვლის გამო გული მწყდება, იქ ხომ ოჯახი და ახლობლები დავტოვე. თუმცა მე პროფესიონალი ვარ და "სიტიში" ყოფნა ძალიან მახარებს".
ბალოტელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"ქალაქელთა" იტალიელმა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც მარიოსთან ერთად "ინტერშიც" მუშაობდა: "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხმები ბალოტელის არანორმალურობის შესახებ გაზვიადებულია. ბალოტელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, პრემიერლიგაში აუცილებლად გაიბრწყინებს".