"ლივერპული" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ლივერპული" მზად არის "ტოტენჰემთან" ბრაზილიელი ლეანდრო დამიაოს გამო დიდი სატრანსფერო კონკურენცია გააჩაღოს.

"დეზების" თავკაც ჰარი რედნაპს 22 წლის ვარსკვლავის ყიდვა ზაფხულშიც უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო. რედნაპმა პორტუ ალეგრეს "ინტერნასიონალს" მაშინ 15 მილიონი ფუნტი ანუ 23,41 მილიონი დოლარი შესთავაზა, ახალი შეთავაზება კი 22 მილიონი ფუნტი ანუ 34,34 მილიონი დოლარი იქნება.

დღეს ბრაზილიელი ფორვარდი ვერ თამაშობს, რადგან ორთავა კუნთი აქვს დაზიანებული, მაგრამ "ტოტენჰემის" გარდა მისი შესაძლებლობები კარგად იცის "ლივერპულმაც" და იანვარს ელოდება, რათა ოკეანე თავისი წინადადებების პაკეტით გადალახოს.

ლეანდრო დამიაოს და სილვას
ბრაზილიის ნაკრებში 2011 წელს ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული