"ზოგადად, ყოველთვის რთულია სეზონის სტარტზე გეგმების შესახებ საუბარი, მაგრამ "ლივერპული" ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაშობდეს. ასე რომ, ჩვენი უპირველესი ამოცანა ინგლისის ჩემპიონატის წამყვან ოთხეულში დამთავრება იქნება.
იმას როდი ვგულისხმობ, რომ ჩემპიონობისთვის არ ვიბრძოლებთ, მაგრამ "ლივერპული" აუცილებლად უნდა იყოს წამყვან კვარტეტში. ასეთი მიზნის დასახვით ტიტულისთვის ბრძოლაც გაგვიადვილდება. გუნდის ქულათა მარაგის შევსებაზე თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ, ხოლო თებერვალ-მარტში გამოჩნდება, რეალურად რის ამბიცია უნდა გვქონდეს.
ყოველი თამაში მნიშვნელოვანია და