სტივ მაკლარენი წავიდა

AutoSharing Option
"ნოტინგემ ფორესტი" მწვრთნელმა, სტივ მაკლარენმა დატოვა. ამბობენ, რომ სეზონის ბოლოს მაკლარენის გზას მისი თავმჯდომარე, ნაიჯელ დაფტიც გაუდგება.

"ფორესტი" ჩემპიონშიფში ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. კვირას მან "ბირმინგემთან" 3:1 წააგო, ხოლო ამ ამბიდან სამი საათის შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ის დასტოვა. მაკლარენი ნოტინგემის გუნდს 111 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სტივ მაკლარენმა განაცხადა: "მე მივდივარ, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა იმ ენთუზიაზმს, რომლითაც მე საქმეს შევუდექი, არ იზიარებს".

გაზეთები წერენ, რომ მწვრთნელმა კლუბი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დატოვა. თავად "ფორესტმა" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია:

"ჩვენ ვადასტურებთ,
რომ სტივ მაკლარენი თანამდებობიდან გადადგა. ათწლიანი მსახურების შემდეგ, სეზონის ბოლოს თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა ბატონმა ნაიჯელ დაფტმაც. გადადგომის მიუხედავად ის კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს".

მაკლარენს გამოექომაგა "ნოტინგემ ფორესტის" ლეგენდა, გერი ბრიტლსი, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში 1979 და 1980 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. ბრიტლსმა თქვა:

"სანამ სამსახურში აიყვანდნენ, გასაუბრების დროს, სტივს სულ სხვა რაღაც უთხრეს. საერთოდაც, კლუბის ამბიციის შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ თუ ფული არ ჰქონდათ, რა საჭირო იყო ამხელა ხმაურის ატეხვა?"

ჩემპიონთა თასის კიდევ ერთმა ორგზის გამარჯვებულმა კენი ბერნსმა თქვა: "ხალხი მარტინ ო’ნილის დაბრუნებაზე ლაპარაკობს, მაგრამ თუ მატერიალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ძალიან მეეჭვება ო’ნილმა საქმეს ხელი მოჰკიდოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული