ატკინსონის მიცემული წითელი ბარათი გააუქმეს

AutoSharing Option
"ევერტონმა" აპელაცია მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ნახევარმცველი ჯეკ როდველი მომდევნო შეხვედრებში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულ დერბიში მატჩის არბიტრმა მარტინ ატკინსონმა როდველს წითელი ბარათი იმის გამო მისცა, რაც ფეხბურთელი ვარდნაში ბურთს შეეხო და უკვე შემდეგ ლუის სუარესს შეეჯახა.

პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს, მაგრამ "ევერტონმა" აპელაცია შეიტანა აღნიშნულ საკითხზე, რაც ფეხბურთის ასოციაციამ დააკმაყოფილა და აღიარა, რომ როდველის გაძევება არასამრთლიანი იყო.

მომზადეულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უსამართლო და არა არასამართლიანი!
უშანგი
19:28 04-10-2011
0

სიახლეები პოპულარული