ფეხბურთელი პენალტის აცილებისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
"ფულჰემის" ფეხბურთელი კასამი "ჩელსისთან" ინგლისის ლიგის თასის მატჩში ვერგატანილი თერთმეტმეტრიანისთვის 500 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს. ამ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ფულჰემი" 3:4 დამარცხდა.

19 წლის შვეიცარიელმა კასამიმ პენალტი 47 წუთზე ვერ გაიტანა. მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მისი დაჯარიმება "ფულჰემის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა გადაწყვიტა. ამ მატჩზე პენალტის შესრულება პორტუგალიელ ორლანდ სას ჰქონდა დავალებული, მაგრამ კასამიმ გადაწყვიტა თავად დაერტყა.

"ფულჰემში" იოლი ფეხბურთელებს წვრილმანი დარღვევებისთვის უმნიშვნელო თანხით ხშირად აჯარიმებს. ფეხბურთელები ამ ფაქტს ჩვეულებრივ მშვიდად ხვდებიან, მაგრამ
კასამის დაჯარიმებამ რამდენიმე ფეხბურთელის განაწყენება გამოიწვია. შვეიცარიელის ხელფასი კვირაში დაახლოებით 8 ათას ფუნტს შეადგენს.

ჩვეულებრივ "ფულჰემის" პენალტისტი გუნდის კაპიტანი დენი მერფია, მაგრამ "ჩელსისთან" მატჩში მას არ უთამაშია. კასამიმ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ მერფის არყოფნაში პენალტისტად სა იყო დანიშნული.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული