კერძოდ, ვან დერ ვაარტმა გაბედა და ეჭვი გამოთქვა, რომ კვირას, ჩრდილოლონდონურ დერბიში, "არსენალის" წინააღმდეგ, რედნაპმა ის მთლად სწორად ვერ ათამაშა. ჯერ ერთი, ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ ის თავის პოზიციაზე არ იყო, მეორეც, მწვრთნელს არ უნდა შეეცვალა და მესამეც, რედნაპმა გადააჭარბა, როდესაც მის ტრავმაზე ილაპარაკა.
"არ დავმალავ, იმ დღეს რამდენიმე ამბავმა გამაღიზიანა. ჯერ
მართალია, ფლანგიდან შუაში შესვლას მწვრთნელი არ მიშლის, მაგრამ გაიხსენეთ გოლი, რომელიც გავიტანე და მიხვდებით, რომ ყველაზე მეტი სარგებლობის მოტანა შუიდან შემიძლია. ზოგადად, რასაც მწვრთნელი მავალებს იმას ვასრულებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჩემმა ფრთაზე გადაწევამ რეგულარული ხასიათი მიიღოს".
რედნაპმა განაცხადა, ვან დერ ვაარტს ორთავა კუნთი სტკივა და ვცდილობ ზედმეტად არ დავტვირთო, რათა ახალი შეჯახებებისგან დავიცვაო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მწვრთნელის ამ ნათქვამმა ჰოლანდიელი გააღიზიანა. მან თქვა:
"ვფიქრობ, მწვრთნელი შეცდა, როდესაც ჩემს ბოლო ტრავმაზე ასე გაამახვილა ყურადღება. მან ადრე შემცვალა, რითაც შესაძლო შეჯახებებისგან დამიცვა, მაგრამ მერწმუნეთ, მე თავად ვგრძნობ, რომ 90 წუთის განმავლობაში შემიძლია თამაში. მზად ვარ ნებისმიერ დატვირთვას გავუძლო.
როდესაც დავინახე, რომ რედნაპი მცვლიდა, გავოცდი. ვგრძნობდი, რომ შესანიშნავად ვთამაშობდი, გოლიც გავიტანე და თანაგუნდელები სამჯერ მეკარესთან პირისპირ გავიყვანე, თუმცა, შესაძლოა მწვრთნელმა ეს ტაქტიკური მოსაზრებითაც გააკეთა - არსენალის მარჯვენა მცველი სულ წინ მორბოდა, მე კი ყოველ ჯერზე არ მოვსდევდი უკან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"