ბერნშტეინი: კაპელო ევრო-2012-ის დასრულებამდე იქნება

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დევიდ ბერნშტეინმა კაპელოს შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ამ საკითხს არ განვიხილავთ. მიყვარს ჟურნალისტები, რა საოცრებაა! დღეს დაწერთ, რომ კაპელო ერთ კვირაში წავა, ხვალ კი მას ინგლისის ნაკრებში მარადიულ ყოფნას უწინასწარმეტყველებთ. ჩვენი პოზიცია ნათელია: ფაბიო კაპელო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ევრო-2012-ის დასრულებამდე იქნება", - განაცხადა ბერნშტეინმა.

მომზადებულია BBC-მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული