ბექჰემს ევროპაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენი“ სთავაზობდა. პარიზული კლუბი ზაფხულში ყატარელმა მენავთობეებმა იყიდეს და ინგლისელ ვეტერანს წელიწადნახევარში 4,6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
და მაინც, რატომ თქვა ბექჰემმა ასეთ სარფიან წინადადებაზე უარი? ფულის გარდა, ის ხომ პარიზელთა კლუბის საფეხბურთო საქმეთა დირექტორ ლეონარდოს „მილანიდან“ ძალიან კარგად იცნობს, ხოლო მისი მეუღლე, ვიქტორია ადამსი ტანსაცმლის დიზაინერის
„ლეონარდოსთან მილანში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მეამაყება მას „პარი სენ ჟერმენში“ რომ სურს ჩემი გადაყვანა. მადლობას ვუძღვნი პარიზელებსაც, მაგრამ მე „გელექსის“ ფეხბურთელი ვარ და თავს ლოს ანჯელესში შესანიშნავად ვგრძნობ. გარდა ამისა, ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოჯახია. სადაც ჩემი ოჯახის წევრები იგრძნობენ თავს კარგად, იქ წავალ მეც. ჩემი შვილები უკვე ხუთი წელიწადია ლოს ანჯელესის სკოლაში დადიან. ისინი უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც ადამიანს სტაბილურობა სჭირდება, დღეს ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იმასვე გავიმეორებ, რასაც ყოველთვის ვამბობ: დავიცდი ჩემპიონატის ბოლომდე და ვნახავ ფიზიკურად როგორ ვიქნები. მოკლედ, არსად მეჩქარება, დრო მაქვს“.
ადრე მოგახსენეთ, რომ ბექჰემთან კონტრაქტის გაფორმება სურს მისი მშობლიური ლონდონის კლუბ „ქუინზ პარკ რეინჯერსსაც“. გარდა ამისა, თავის ყოფილ ფეხბურთელს „ლესტერში“ ინგლისის ნაკრების ოდინდელი მწვრთნელი, სვენ გორან ერიკსონიც ეპატიჟებამ მაგრამ, განა მარტო ინგლისური კლუბები „ნადირობენ“ ვეტერანზე. მას ბრაზილიისა და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე კლუბიც სთავაზობს თანამშრომლობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"