კოულის მორიგი სასჯელი

AutoSharing Option
ჯო კოულის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გუშინ გიამბეთ – "ლივერპულის" ახალწვეული ასე პრემიერლიგის პირველ ტურში "არსენალთან" გაძევებისთვის დასაჯეს. ამ ვერდიქტის გამოტანიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა კოული უკვე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო დააჯარიმეს.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა თავისი "აუდით" ტრასაზე 105 მილი საათში სიჩქარე განავითარა, როცა საგზაო მაჩვენებელი მხოლოდ 70 მილით სიარულის უფლებას იძლეოდა. კოულის ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ხელსაწყომ სიჩქარე არასწორად გაზომა, მაგრამ მოსამართლემ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და კოული 600 გირვანქით დააჯარიმა. მომხდარის განმეორების შემთხვევაში, მას მართვის უფლებასაც ჩამოართმევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული