სქოულზი დამთავრებაზე არ ფიქრობს

AutoSharing Option
იმის მიუხედავად, რომ სოლიდურ საფეხბურთო ასაკშია, პოლ სქოულზი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და არც ის გადაუწყვეტია, როდის დაანებებს თავს ბურთის გორებას.

"მინდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე სეზონი ჩავატარო და ჩემს გუნდს მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო. არ ვიცი, როდის ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები და რისი გაკეთება შემეძლება "მანჩესტერისთვის". შარშან ამ დროს ვფიქრობდი, რომ აქ ჩემი ბოლო სეზონი იწყებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ძველებურად შემეძლო. მოკლედ, ჯერჯერობით, ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ,
დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს", - ამბობს 35 წლის სქოულზი, რომელმაც პრემიერლიგის პირველ მატჩში, რომელიც "მანიუმ" "ნიუკასლს" 3:0 მოუგო, საგოლე პასი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული