"არსენალი" ჰალკის შეძენის იმედს არ კარგავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" სელექციონერები "პორტუს" ფორვარდით ჰალკით დაინტერესდნენ. "მეთოფეები" მზად არიან ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

ჰალკის აგენტის თეოდორო ფონჩესკას თქმით, მისი კლიენტი ლონდონელებს სავარაუდოდ უარით გაისტუმრებს, რადგან "პორტუსთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ "ასრენალი" ბრაზილიელი ფორვარდით უკვე არაერთხელ დაინტერესდა, თუმცა მის შეძენას მაღალის სატრანსფერო ფასის გამო ვერ ახერხებს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული