საბოლოოდ, როგორც მოგახსენეთ, სმიტმა იყოჩაღა და ისტლენდელებს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურათაგანის საქმეზე გაურიგდა - ვაისი ფორმალობების მოსაგვარებლად გლაზგოში გუშინ ჩავიდა. მიხვდებოდით, ლაპარაკია სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ვაჟზე. როგორც
რატომ აქირავებს რობერტო მანჩინი სლოვაკს? დაბეჯითებით არის ცნობილი, რომ იტალიელს ვაისი ძალიან მოსწონს და დარწმუნებულია, რომ მას პრემიერლიგაში დიდი მომავალი ელის, თუმცა, იმავდროულად, სურს, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში თამაშს ჯერ რომელიმე სხვა გუნდში შეეჩვიოს. როგორც ამბობენ, მანჩინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ "რეინჯერსი" ჩემპიონთა ლიგაში გამოდის.
ასე და ამგვარად, ვაისი ამ ზაფხულს გლაზგოელთა მეორე შენაძენია. პირველი ჯეიმს ბიტი გახლდათ, რომელიც გლაზგოში სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩავიდა.
"რეინჯერსის" სატრანსფერო სამიზნეებიდან კიდევ ხორვატ ნიკიტა იელავიჩზე ღირს ყურადღების გამახვილება. ეს გახლავთ 24 წლის, 188 სმ სიმაღლის თავდამსხმელი, რომელიც ვენის "რაპიდში" თამაშობს და რომელსაც ძალიან უნდა "აიბროქს პარკზე" გადასვლა, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება - ევროლიგის გუშინდელი შეხვედრა "ასტონ ვილასთან". ახლა, როდესაც თქვენ "ლელოს" დღევანდელ ნომერს კითხულობთ, ვენისა და ბირმინგემის გუნდების შეხვედრა უკვე ჩატარებულია და იელავიჩის ტრანსფერის ბედიც მოთამაშის სასიკეთოდ თუ სამწუხაროდ გადაწყვეტილი გახლავთ.
ისე კი, საინტერესოა, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, თითქოსდა, ყველაფერი მართლაც შეთანხმებული იყო. კლუბები ერთმანეთთან გარიგებულები იყვნენ და ფეხბურთელსაც მისი გასამრჯელო - კვირაში 15 ათასი ფუნტი აკმაყოფილებდა.